მანქანა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის – შემზუდველი თუ ლიმიტირებული?
ElectraMeccanica-ს მიერ წარმოებული Solo EV სამბორბლიანი მანქანაა, რომელსაც მხოლოდ ერთი ადგილი აქვს. მძღოლს არ ჰყავს სხვა მგზავრი, გარდა საკუთარი თავისა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება პირადი მანქანით, სრულიად მარტო და ბუნებრივია, დარჩენილი სივრცე გამოუყენებელი, უსარგებლოა.
“შეაბიჯეთ მართვის მომავალში” ასე მოუწდოებენ ადამიანებს ElectraMeccanica-ს წარმომადგენლები. “შეგიძლიათ, აღმოფხვრათ თქვენი უარყოფითი გავლენა გარემოზე”.
რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. პირველი, რაზეც ყურადღება გაამახვილეს, მისი ზომა იყო. “მეტისმეტად პატარა”, ასე ახასიათებენ მას… ხოლო მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ მანქანაში შესაძლოა, კომფორტულად მოთავსდეს 6 ფუტი სიმაღლისა და 200 ფუნტი წონის ადამიანი, “მხრები აიჩეჩეს და თქვეს, ის ძალიან პატარაა იმისთვის, რომ უსაფრთხო იყოს”.
მანქანის გამოცდის დროს, მთავარი ყურადრება მიექცა მის სიჩქარესა და დამუხრუჭებას. აღსანიშნავია, რომ Solo EV-ს საკმაოდ ენერგიული, თუმცა არც ისე სწრაფი სიჩქარე აქვს. რაც შეეხება დამუხრუჭებას, ის ნამდვილად მტკიცეა. რაც უფრო დაბალი სიჩქარით მოძრაობს მანქანა, მით მეტია მისი ძრავის ხმა.
გარდა ამისა, Solo-ს გამოარჩევს მთელი რიგი მახასიათებლებისა, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგალითად, დისტანციური გასაღების კავშირი, ელექტრო ფანჯრები და სარკეები, უკანა ხედვის კამერა, ხუთი კუბური ფუტის სატვირთო სივრცე, გამათბობელი, გამწმენდი, სავენტილაციო სისტემა და ასე შემდეგ… ასევე, მნიშვნელოვანი პირობაა უსაფრთხოება, რომლის თავისებურებასაც Teklam-ისგან, (მსუბუქი კოსმოსური მასალა) დამზადებული შასი წარმოადგენს.
როგორც ჩანს, პოლ რივერას, ElectraMeccanica-ს აღმასრულებელი დირექტორის ამბიცია სამთვლიანი ველოსიპედების ჩანაცვლებაა. მართალია, Solo EV შექმნილია ამერიკის ბაზრისთვის, მაგრამ რივერას თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ისეთ ქვეყნებში, სადაც მოძრაობა მეტად გადატვირთული და შეზღუდულია.
საინტერესოა, რომ კომპანია სამომავლოდ ორადგილიანი და სპორტული მანქანის შექმნასაც გეგმავს.
ElectraMeccanica-ს ინვესტორი პარტნიორია Zongshen Industrial Group. ამ ეტაპზე ამერიკული სამონტაჟო ქარხნის აშენებაც იგეგმება ნეშვილში ან ფენიქსში.