in

30 აპრილს მზის დაბნელებაა — როგორ ვუყუროთ?

30 აპრილს 2022 წლის მზის პირველი დაბნელება იქნება, რომელიც  დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნება ხილული. კერძოდ, ეს მოვლენა ანტარქტიდის ზოგიერთი ნაწილიდან, სამხრეთ ამერიკიდან, წყნარი და ატლანტის ოკეანეების მიმდებარე რეგიონებიდან გამოჩნდება.

M2
M2

ხოლო მათ, ვინც ამ რეგიონებში არ იმყოფება, მოვლენის ხილვა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პიკს 00:41 საათზე მიაღწევს და 02:37 საათზე დასრულდება.

მზის დაბნელება მაშინ ხდება, რომ მთვარე დედამიწასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის ექცევა და მის დისკოს ნაწილობრივ ეფარება. შედეგად, მზე ნამგლისებურად ჩანს. მთვარის მიერ დაფარული ნაწილის სიდიდე იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან ვუმზერთ. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილიდან მზის დისკოს მაქსიმუმ 64% იჩრდილება.

აღნიშნული მოვლენისთვის თვალყურის დევნება Gyaan ki gareebi Live-ის იუთუბ არხზე შეგეძლებათ:

Google რეკლამებს YouTube Shorts-ზე გაუშვებს

McDonald’s ახალ გადამუშავებად ჭიქებს ტესტავს