5
Dec
2018

სანამ 2019 წელი დადგება! – 30 შეკითხვა საკუთარ თავს

5 Dec 2018

2018 წელი თითქმის მიილია. სულ რამდენიმე კვირაც და ახალი წელი დადგება. დარჩენილი დრო საუკეთესოა თითქმის უკვე განვლილი წლის შესაჯამებლად. ამისთვის კი, გთავაზობთ 30 შეკითხვას, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს:

statiebi-bog
statiebi-bog

 

1. 2018 წლის რომელი პერიოდია ჩემთვის საუკეთესო?

2. რა ნაწილის გახსენება არ მინდა?

3. ჩემი ცხოვრება რომელი მიმართულებით ვითარდება სტაბილურად კარგად?

4. რა ნაწილში ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად და ვიტანჯები?

5. რა მასწავლა თითქმის უკვე გასულმა 2018-მა წელმა?

6. და როგორ შეცვალა მიღებულმა გამოცდილებამ ჩემი პერსპექტივა ცხოვრებაზე?

7. როგორია წარმატების ჩემეული განსაზღვრება?

8. და მივაღწიე მას?

9. თუ არ, რა უნდა შევცვალო იმისთვის, რომ წარმატების ჩემი საკუთარი ვერსია შევქმნა?

10. სამსახურში ბედნიერი ვარ?

11. მიწევს, თუ არა გამოწვევებთან გამკლავება იმისთვის, რომ სამსახურში დასმული ამოცანები გადავჭრა?

12. მაქვს, თუ არა თანამშრომლების სამუშაო პროცესზე გავლენა და ეს რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის?

13. თავში დარწმუნებული ვარ? მჯერა, თუ არა, რომ სწორად ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ?

14. მინდა მუდმივად სწავლა, პიროვნულად თუ პროფესიულად გაზრდა?

15. მარცხთან რა დამოკიდებულება მაქვს? როგორ ვუმკლავდები, ცნობისმოყვარეობით, თუ დეპრესიით?

16. ზოგადად, სტაბილური ადამიანი ვარ?

17. რა იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა 2018 წელს და რა ვისწავლე ამით?

18. 10-17 პასუხებზე დაყრდნობით, ჩემი ქცევა როგორ უნდა შეიცვალოს, რომ სამსახურში, უკეთესი შედეგები მქონდეს?

19. რა ტიპის ურთიერთობები გავასერიოზულე 2018 წელს?

20. და პირიქით, რომელი ურთიერთობები დავამთავრე?

21. რა იყო ურთიერთობების გაღრმავებისა თუ რღვევის მიზეზი?

22. რა ცვლილებები მჭირდება იმისთვის, რომ უფრო კარგი მეგობარი ვიყო?

23. როგორ აღვწერ ჩემთვის მისაღებ გრძელვადიან ურთიერთობას?

24. როგორ შემიძლია პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება?

25.  როცა ახლა ვიწყებ ვინმესთან ურთიერთობას, როგორ მირჩევნია თავის წარმოჩენა? რა პოტენციალის წარმოჩენა მსურს?

26. როგორია ჩემ მიერ საკუთარი თავის აღქმა?

27. რისი შეცვლა მინდა პარტნიორსა თუ საკუთარ თავთან ურთიერთობის პროცესში?

28. რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც 2019 წელს, ჩემს ფოკუსში მოვაქცევ?

29. რომელ თემას ან სიტყვას ავირჩევდი იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში, მოძრაობის მოტივაცია შემანარჩუნებინოს?

30. ერთი წინადადებით, როგორი უნდა იყოს 2019 წელი, რომ ვიგრძნო, წინ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამ?

წყარო: inc.com



განხილვა