in

30-წამიანი ხრიკები სტრესთან გასამკლავებლად

M2
M2

სტრესსა თუ შფოთვასთან გამკლავება, ალბათ, თქვენც ერთკვირიანი დასვენებითა და განტვირთვის დღეების მოწყობით წარმოგიდგენიათ. ამაში ცუდი არც არაფერია, მაგრამ ხშირად საკმარის დროს ვერ ვპოულობთ… და რას იტყოდით ტექნიკებზე, რომლებიც სტრესთან გამკლავებას 30-წამში შეგაძლებინებდათ? გეთანხმებით, მშვენივრად ჟღერს, ამიტომ ახლა 4 ასეთი მეთოდი გავიცნოთ:

1. თავი დააღწიეთ შიშის სპირალს

ამისთვის ერთ-ერთი ტექნიკა სამსახურში ყველაზე ნაკლებად გამოყენებული გრძნობაა — ყნოსვა. მაგალითისთვის, ბიოფსიქოლოგი მერი პოფენროთი დიდი პრეზენტაციის წინ ცხვირში ჩაის ხის ზეთს ისხამს და როგორც თავად ამბობს: ძლიერი სუნის შეგრძნება ამიგდალას დერეგულაციაში გვეხმარება. აქ პიტნაც მშვენივრად მუშაობს, ყველაფერი, რასაც მძაფრი და ძლიერი სუნი აქვს, გეხმარებათ, თქვენი ტვინი შიშის სპირალიდან გამოიყვანოთ.

2. თვალი ადევნეთ თქვენს ემოციებს

თუ FBI-ის ყოფილ აგენტ ეროლ დობლერს დავუჯერებთ, თქვენი ემოციების გაცნობიერება და მათთვის სახელის დარქმევა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მისივე რეკომენდაციით, კარგი იქნება, თუ კვირის მანძილზე დღეში ოთხჯერ ეცდებით, გააცნობიეროთ, როგორ გრძნობთ თავს, რადგან ეს თქვენს გრძნობებთან გამკლავების პირველი ნაბიჯია — კვირის ბოლოს ადამიანები მოდიან და ამბობენ, ვერც გავაცნობიერე, თუ რა გაბრაზებული ან იმედგაცრუებული ვიყავი მთელი ამ ხნის მანძილზე და ვერც ის, თუ როგორ მემოქმედა ამაზე….

3. ჩამოწერეთ თქვენი შფოთვები

შესაძლოა, ეს თქვენთვის ნაცნობი ტექნიკა იყოს, ცოტა დრო კი ახლა იმის ჩაწერასაც დაუთმეთ, თუ როგორ გრძნობთ თავს და რა იწვევს თქვენში სტრესს, რადგან ასე პროცესი მეტად მართვადი გახდება. Calm-ის აპლიკაციის წარმომადგენელი კრის მოსუნიკი კი გვეუბნება: როცა ამის ჩაწერას იწყებთ, პროცესი ნელდება და თავშიც ისეთი აზრები ვარდება, რომლებზეც არც იცოდით, რომ ფიქრობდით და არც არასდროს ეტყოდით სხვა ადამიანს….

4. მიმართეთ სუნთქვით ვარჯიშებს

თუ დიდ პრეზენტაციამდე ან სამსახურის ინტერვიუმდე რამდენიმე წუთი გაქვთ, შეგიძლიათ, Box Breathing-ის სახელით ცნობილი სუნთქვითი ვარჯიში სცადოთ — 5 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ, შემდგომი 5 წამი სუნთქვა შეიკავეთ და კიდევ შემდგომ 5 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ. ასე სულ ორჯერ უნდა გააკეთოთ — სისტემაში არსებული ჟანგბადი საშუალებას გაძლევთ, ადრენალინი ქიმიურად დაწვათ. თქვენ შეგიძლიათ სიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც გაქცევის ან ბრძოლის მდგომარეობაში გამყოფებთ, პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემად გარდაქმნათ, რაც უკვე დასვენებას მოიაზრებს

ბაზისბანკი 2024 წლის საუკეთესო კორპორაციული ბანკია საქართველოში

შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი