კურორტი გუდაური არსებობის 30 წელს ითვლის. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც ვეტერანი მოთხილამურეები – ლევან ლორთქიფანიძე, ჟეკო ჭავჭანიძე და ვახტანგ მიქელაძე გუდაურის ისტორიას ჰყვებიან. ვიდეოში ასახულია კადრები 30 წლის წინანდელი, მე-20 საუკუნის დასასრულის გუდაურიდან.
წელს გუდაურში სეზონი 15 დეკემბერს გაიხსნება.