in

ამერიკელმა პროფესორმა აღმოაჩინა, რომ მისი 30 წლის კომპიუტერი კვლავაც მუშაობს

ამერიკელმა პროფესორმა აღმოაჩინა, რომ მისი 30 წლის Apple-ის კომპიუტერი კვლავაც მუშაობს. მას შემდეგ, რაც მან ინტერნეტში თვალი მოკრა Apple-ის პირველი კომპიუტერის სურათს, გადაწყვიტა მისი მშობლების სახლის სხვენიდან თავისი ბავშვობისდროინდელი კომპიუტერი გადმოეღო. პროფესორის და შემდეგ უკვე საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ეს კომპიუტერი ჩვეულებრივ მუშაობს. კომპიუტერმა მფლობელს დისკის მოთავსების შემდგომ ჰკითხა, თუ უნდოდა მას თამაშის ძველი მონაცემების დაბრუნება.

BOG
BOG

 

პროფესორმა სურათები Twitter-ზე განათავსა, რის შემდეგაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ეს კომპიუტერი Apple II სერიის მესამე მოდელს წარმოადგენდა და 1983 წელს გამოვიდა, 10 წლის შემდეგ კი, 1993 წელს მისი წარმოება შეწყდა.

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკში თანამდებობა დატოვა

Samsung Galaxy S10 სმარტფონების წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო