in

3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამის ბოლო ეტაპზე მიღება დაიწყო

17 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს, დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე 45 მიმართულებით.

თუ უკვე ერკვევი ამ სფეროში, ხარ დამწყები, ან – პროფესიონალი, ძალიან კარგი საშუალება გაქვს, გახდე მაღალანაზღაურებადი, მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე! როგორ? როგორ და პროგრამით, რომელიც საშუალებას გაძლევს, 45 მიმართულებით (Game Development, Cisco, Cloud Service, Virtualization, Baაck-end Development, Cyber Security, Blockchain, CAD/CAM/CAE, IT Service Management, AI და სხვა) სასურველი კურსი გაიარო, თანაც, სრულიად უფასოდ. ტრენინგებს უცხოელი ექსპერტები ატარებენ და საერთაშორისო სერტიფიკატის ასაღებად გამზადებენ. ამ ლექტორებს თვითონვე აქვთ აღნიშნული სერტიფიკატი, შესაბამისად, ამ პროფესიის Tips&Tricks და საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებენ“.

ვენდორები, რომელთა საერთაშორისო სერტიფიკატების აღებაც სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, არიან: Cisco, AWS, Google, Microsoft, Linux Professional Institute, Oracle, Unity, PMI, Alexsos, Certiport, Vmware, Interaction Design Foundation და სხვა.

გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს პროდაქტ მენეჯმენტში და ფრილანსერობაში, რათა შეიძინოს საჭირო უნარები და შეძლოს იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან/კომპანიებთან. კურსების უმრავლესობა მოიცავს რეალურ პროექტებზე მუშაობას. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

გაეცანი წინა ორი მიღების შედეგებს ციფრებში:

  • 1500+ უკვე გადამზადებული სპეციალისტი
  • 6202 აპლიკანტი
  • 12 322 შევსებული აპლიკაცია
  • 98% კმაყოფილების დონე
  • 70% საერთაშორისოდ სერტიფიცირებული სპეციალისტი
  • 86% დადებითი გავლენა კურსდამთავრებულებზე
  • 55% კურსდამთავრებულების შემოსავლის ზრდა

ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად. თბილისის კომუნიკაციის სკოლა (Commschool) ჩართული იქნება მონაწილეთა შერჩევის, მხარდაჭერისა და კურსების მენეჯმენტის ნაწილში, ისევე როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში.

3000 IT სპეციალისტის უფასოდ გადამზადების ბოლო ეტაპზე 1500-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატები და გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე.

ტრენინგზე რეგისტრაციას ნებისმიერი მსურველი 5 ივნისამდე შეძლებს ვებ- გვერდზე.

[R]

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს დროის ეფექტურად მართვაში?

ამიერკავკასიაში პირველი Emporio Armani EA7 თბილისშია