in

30,000 სათამაშო მანქანა იმის საილუსტრაციოდ, როგორ შევამციროთ საცობი

რაღაც მოვლენები უფრო მისაღები და საყვარელი ჩანს ხოლმე, როცა ამას მინიატურული სახე აქვს, არა?

შვედურმა სააგენტომ Forsman & Bodenfors სატრანსპორტო კომპანია Västtrafik-ისთვის გადაღებულ ვიდეორგოლში, სათამაშო მანქანების საშუალებით, იმ პოზიტიური ზეგავლენის წარმოჩენა სცადა, რაც ბრენდის ინიციატივას შეიძლება, ჰქონდეს.

რეკლამაში წარმოდგენილია ინსტალაცია, რომელიც 30 000 მინიატურული ავტომობილითაა შექმნილი.

ამით სააგენტომ საზოგადოებამდე გზავნილი მიიტანა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში, ამ რაოდენობის მანქანა დაპარკინგებული იქნება, მძღოლები კი, ამ დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, ამით 15%-ით შემცირდება მანქანების ყოველდღიური გადაადგილება.

შესაბამისად, შემცირდება საცობები, რადგან სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ეს ნიშნავს 60 საფეხბურთო მოედნის ეკვივალენტის ტერიტორიის განტვირთვასა და ასევე, 2500 ტონა ნახშიროჟანგის გამოყოფის შემცირებას.

ასეთი შედეგი ექნება ინიციატივას, მინიატურული მანქანებით, ინტელექტუალურად აწყობილ სარეკლამო კონცეფციას, განხორციელების შემთხვევაში.

ინიციატივის ფარგლებში, მძღოლების წახალისება კი ასე გამოიყურება: 2 კვირის განმავლობაში, რეგიონში ავტობუსებით უფასოდ სარგებლობა.

ტრანსპორტისა და სათამაშოების რეკლამაში გამოყენება Forsman & Bodenfors-ისთვის პირველი შემთხვევა არაა. სააგენტო, ასევე, ცნობილია Volvo-ს სატვირთოების კამპანიით, როგორიცაა, 2013 წლის ნამუშევარი “Epic Split“.

რაც შეეხება მინიატურული მანქანების კამპანიას, 5 ადამიანი, 24 საათზე მეტხანს მუშაობდა იმისთვის, რომ დაახლოებით, 48 ფუტი სიგრძისა და 14 ფუტი სიგანის ინსტალაცია მოეწყო.

 

CREDITS:

Creative Agency: Forsman & Bodenfors
Art Director: Lars Jansson
Copywriter: Pontus Caresten
Account Manager: Greger Andersson
Production Manager: Helen Johansson
Designer: Christoffer Persson
PR: Robert Johnsson
Agency Producer: Åsa Hammar

Västtrafik: Joakim Gustafsson

Production Company: Camp David
Director: Oskar Wrangö
Editor: Fredrik Åkerström
Grade: Edward Negussie
Sound: Fredrik Åkerström & Joakim Kristensen
Online: Wille Rising
Music: EMI Music Publishing

„კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საკუთარი გუნდის მიმართ ნდობაა“ – GLCC

მსოფლიოს ახალი, ყველაზე დიდი აეროპორტი ფეხბურთის 25 სტადიონზე დიდი იქნება