The Guardian-ის ცნობით, პლატფორმა Telegram მოხალისეთა „არმიას“ აგროვებს, რომელიც ვლადიმირ პუტინის მთავრობის დამხობისკენ იქნება მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო ვებგვერდების პერიოდული დახურვა ვერ შეაჩერებს რუსეთის თავდასხმებს, ეს არის კეთილშობილური მცდელობა, რომელიც ერთგვარად დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყანას.
ამ დროისთვის 300 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა მოხალისეებს. NetBlocks-ის, ინტერნეტ მონიტორინგის გლობალური კომპანიის თანახმად კი, ჯგუფმა უკვე მიაღწია გარკვეულ წინსვლას, რუსეთის სამთავრობო ვებგვერდების დაბლოკვის საქმეში.
„Crowdsourcing-ის თავდასხმები წარმატებული იყო რუსეთის მთავრობისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მედია საიტების ჩაშლაში“, — აცხადებს NetBlocks-ის დირექტორი, ალპ ტოკერი.
ჰიბრიდული ომი
გასული თვის ბოლოს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა, ხალხს ჯგუფში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. მართლაც, ბრძოლას უკრაინის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ. „ჩვენ ვაშენებთ IT არმიას. დავალებები ყველასთვის არის და ბრძოლას კიბერ ფრონტზე განვაგრძობთ“, — წერდა ფედოროვი.
როგორც უკრაინული კომპანია adtech იუწყება, ქვეყანა რუსეთთან ჰიბრიდულ ომს ჯერ კიდევ 2014 წლიდან აწარმოებდა. კერძოდ, აღნიშნულ ორგანიზაციაში აქტიურად იყენებდნენ სარეკლამო პლატფორმებს, რათა კონტრპროპაგანდა გაევრცელებინათ და ასე შებრძოლებოდნენ რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივს.










