29
May
2013

30 მაისი, Behance Portfolio Review Tbilisi-ს პროგრამა და პრიზები

29 May 2013

30 მაისს თბილისში პირველი Behance Portfolio Review ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის მერია და Marketer.ge. რევიუერებს შორის არიან მსოფლიო დონის, პროფესიონალები, როგორიცაა Google, Miami Ad School, Saatchi & Saatchi, გერმანელი ილუსტრატორი დომინიკ ჰეილიგი და ა.შ

პორტფოლიო

ორგანიზატორების დახმარებით ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობა არის სრულიად

უ ფ ა ს ო .

ღონისძიების მასპინძელია კინოთეატრი ამირანი

 ღონისძიების პროგრამა

10:00 – 12:00 პორტფოლიოების განხილვა (მხოლოდ მათთვის ვინც უკვე შემოიტანა საკუთარი ნამუშევარი)
12:00 – 12:30 სტუმრების და ჯობ მარკეტის მონაწილეების მოსვლა. RedBull-ი გაგიმასპინძლდებათ ენერგეტიკული სასმელით. 
12:30 – 14:00 ოფიციალური გახსნა და სპიკერების გამოსვლები. (Google, Miami Ad School, Saatchi & Saatchi, Sakideamsheni) 
14:00 – 15:00 ჯობ მარკეტი და კოქტეილი 
15:00 – 15:30 დაჯილდოების ცერემონია

Behance Portfolio Review Tbilisi-ს სპიკერების ოფიციალური მასპინძელია სასტუმრო Holiday Inn.

holidayinn“სასტუმრო Holiday Inn-ისათვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და იქნება, რომ ხელი შეუწყოს მსგავს ღონისძიებებს, შესაბამისად მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ ასეთ განსაკუთრებულ სტუმრებს.

 ჩვენი დიდი სურვილია, რომ ის მაქსიმალურად კარგად იყოს წარმოჩენილი საქართველოში. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა იმ ქართველ დიზაინერს, თუ სარეკლამო კომპანიას ვინც მონაწილეობას იღებს ამ ღონისძიებაში.” – აცხადებენ Holiday Inn-ში.

გამარჯვებული მონაწილეებისათვის პრიზები დააწესეს ღონისძიების პარტნიორმა ორგანიზაციებმა:

  • სილქნეტი iMac
  • Connect.ge-მ iPad 4
  • Saatchi & Saatchi Georgia-ს პრიზი Wacom
  • Art Factory of Gipa – Taschen-ის “Advertising Now” და სასწავლო პროგრამის ფარგლებში  არსებულ 4 თვიან კურსებზე სწავლის  100%  და ერთ წლიან პროგრამაზე 50% დაფინანსება.

ღონისძიების ენერგეტიკული პარტნიორია Red Bull-ი, ღონისძიების ფოტოებს გადაიღებს Lig Studio.

დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს და მონაწილეს.

განხილვა