33 Letters for Ukraine – „33 ასო უკრაინისთვის“ არის გამოწვევა Instagram-ზე, რომლის ფარგლებშიც დიზაინერები, ილუსტრატორები, გრაფიკოსები თუ სხვები, უკრაინული ანბანის ასოების ვიზუალებს ქმნიან. გამოწვევის მიზანია, შემოქმედებითი სამყარო გააერთიანოს და კრეატივის ძალა უკრაინის მხარდასაჭერად გამოიყენოს. 33 Letters for Ukraine ფოკუსირებულია უკრაინის იდენტობის ხაზგასმაზე – ნამუშევრები გვამცნობს, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავისი კულტურით, ისტორიით და ენით. 33 Letters for Ukraine-ის ორგანიზატორები ავტორებს მოუწოდებენ, გამოწვევის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გაყიდვით, ფული უკრაინის დამხმარე ორგანიზაციებში გადარიცხონ.
33 Letters for Ukraine-ში ჩართვა თითოეულ თქვენგანს შეუძლია – ამისთვის საჭიროა გაუგზავნოთ ნამუშევარი Instagram გვერდს ან გამოიყენოთ ჰეშთეგი #33LettersForUkraine.











