მსოფლიოში ყველაზე ძვირი რეკლამა – 33 მილიონი დოლარი დაჯდა.
2004 წელს “შანელის Ν5” რეკლამის გადაღებაზე 33 მილიონი დოლარი დაიხარჯა. “ბიზნეს ინსაიდერი” (ამერიკული გამოცემა ბიზნესსა და ტექნოლოგიაზე) წერს, რომ ორწუთიანი ვიდეო რგოლი ბაზ ლურმანმა გადაიღო.
რეკლამაში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი თამაშობს. პაპარაცებისაგან გაწამებული მთავარი გმირი მოულოდნელად ქრება – “მულენ რუჟის” სტილში გამოწყობილი მსახიობი ტაქსით გარბის, სადაც ახალგაზრდა მწერალს ხვდება.
მოულოდნელი სასიყვარულო თავგადასავალი დიდხანს არ გრძელდება. ნიკოლ კიდმანმა შესრულებული როლისთვის 3 მილიონი დოლარი მიიღო.