26
Feb
2019

სტივ ჯობსის 33 სამოტივაციო ფრაზა

26 Feb 2019

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორი, სტივ ჯობსი, სიცოცხლეს 2011 წელს გამოეთხოვა. იმ დროისთვის მისი ქონება $11 მილიარდს შეადგენდა. ის განსაკუთრებული იყო უჩვეულო გამონათქვამებითაც, რითაც დღემდე ახერხებს ადამიანების შთაგონებასა და მოტივირებას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შენს სამსახურს შენი ცხოვრების დიდი ნაწილი უჭირავს, კმაყოფილების მისაღწევად ერთადერთი გზაა, აკეთო დიდებული საქმეები. დიდებული საქმის საკეთებლად ერთადერთი გზაა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუკი საყვარელი საქმე ჯერ არ გიპოვნია, განაგრძე ძიება. არ გაჩერდე. როდესაც იპოვნი აუცილებლად მიხვდები.

ინოვაცია განასხვავებს ლიდერსა და მიმდევარს.

როდესაც ხარ დურგალი და ქმნი ლამაზ კომოდს, შენ არ გამოიყენებ უბრალო ფანერის ნაჭერს მაშინაც, თუკი ის ზურგისკენ იქნება მოქცეული და ვერავინ დაინახავს. შენ გამოიყენებ კარგ მასალას და ამას გააკეთებ იმისთვის, რომ ღამით მშვიდად გეძინოს, ხოლო ხარისხმა დროს გაუძლოს.

ჩემი ბიზნესის მოდელი “ბითლზია”: ოთხი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთის ნეგატიურ მიდრეკილებებს აკონტროლებდნენ და აბალანსებდნენ. საბოლოოდ კი, მიიღებოდა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე თითოეული მათგანის უნარების ჯამი.

გახსოვდეს, რომ მოკვდები. ესაა საუკეთესო გზა, რითაც რაიმეს დაკარგვაზე ფიქრს ვანებებ თავს. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საკუთარ გულს არ უნდა მისდიო.

როდესაც პირველად იწყებ პრობლემის გადაჭრას, გამოსავალი თავიდან რთულად მიიღწევა და ადამიანებს ეს აბრკოლებთ. თუმცა, თუ არ გაჩერდები და პრობლემას ნელ-ნელა ააცლი ფენებს, შესაძლოა, გაცილებით ელეგანტურ და მარტივ გადაწყვეტამდე მიხვიდე. უმეტესობა უბრალოდ არ დებს საკმარის დროსა და ენერგიას. ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლები არიან ჭკვიანები და სურთ ისეთი პროდუქტი, როგორსაც ჩვენ ვქმნით.

როდესაც რაღაც კარგად გამოგდის, არ შეჩერდე ამაზე დიდხანს. ეცადე, კიდევ უფრო უკეთესი რამ შექმნა.

გაბედე და მიჰყევი შენს გულსა და ინტუიციას. ისინი გიკარნახებენ, ვინ გინდა, რომ დადგე.

მჯერა, რომ იმის ნახევარი, რაც წარმატებულ და წარუმატებელ მეწარმეებს განასხვავებს, სიჯიუტეა.

ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს გირტყამს. არ დაკარგო რწმენა.

“ეფლიდან” გამოშვება ჩემთვის საუკეთესო რამ იყო. წარმატებულად ყოფნის სიმძიმე, უეცრად, დამწყების სიმსუბუქემ ჩაანაცვლა. ამან მომცა საშუალება ჩემი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებითი ნაწილი დამეწყო.

როცა რაღაცას ქმნი, ზოგჯერ შეცდომებს უშვებ. კარგი იქნება, თუ მათ დროულად აღიარებ და გამოასწორებ.

როდესაც იზრდები, გასწავლიან, რომ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და მას უნდა დაემორჩილო. ეცადე, კედლებს ძალიან ძლიერად არ შეასკდე. ეცადე, გყავდეს კარგი ოჯახი, იხალისე და დაზოგე ფული. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. გაიაზრე, რომ სამყარო შენ გარშემო, შექმნეს ადამიანებმა, რომლებიც არ იყვნენ შენზე ჭკვიანები. როცა ამას გაიაზრებ, მნიშვნელოვნად შეიცვლები.

არ მისცე სხვათა მოსაზრებების ხმაურს შენი შინაგანი ხმის ჩახშობის საშუალება.

ჩვენ ვიგონებთ მომავალს. ვფიქრობთ, როგორ მოვექცეთ ტალღის ქიმზე. ეს ძალიან ამაღელვებელია.

ძალიან რთულია პროდუქტის შექმნა ფოკუს ჯგუფების მიხედვით. ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა უნდათ, სანამ არ აჩვენებ.

ყველაფერს ვერ მოვკიდებთ ხელს და მით უფრო, ყველა მათგანს საუკეთესოდ ვერ განვავითარებთ. ჩვენ ეს ავირჩიეთ და თუ რამე აირჩიე, კეთილი ინებე და იყავი საუკეთესო. ეს ამად ღირს.

ჩემი მანტრაა – ფოკუსირება და სიმარტივე. სიმარტივე სირთულეზე რთულია და გიწევს სერიოზული შრომა, რომ ფიქრი გაამარტივო.

თუ გინდა შემოქმედებითად იცხოვრო, როგორც არტისტმა, უკან არ მიიხედო. აიღე, რაც გაგიკეთებია, ვინც ყოფილხარ და მოისროლე შორს.

კრეატივი აკავშირებს რაღაცებს. შემოქმედებით ადამიანებს რომ ჰკითხო, რაღაც როგორ გააკეთეს, დანაშაულის გრძნობა გაუჩნდებათ, რადგან კი არ გაუკეთებიათ, არამედ, დაინახეს რაღაც.

დიზაინი არაა მხოლოდ ვიზუალი და შეგრძნებები. დიზაინია ის, თუ როგორ მუშაობს.

არიან გიჟები, მეამბოხეები, რომლებიც ყველაფერს სხვანაირად ხედავენ, წესებს მიღმა. შეგიძლიათ მათი ფრაზებით ისაუბროთ, არ დაეთანხმოთ, ეკამათოთ, მაგრამ შეუძლებელია დააიგნოროთ ისინი. მათ მიჰყავთ კაცობრიობა წინ და სანამ ვიღაცები გიჟებს ეძახიან, ჩვენ ვხედავთ გენიოსებს. ისინი, ვისაც ჰყოფნით სიგიჟე, იფიქრონ, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, არიან კიდეც ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ.

ფლოტში შესვლას უმჯობესია იყო მეკობრე.

ჩემი საყვარელი რაღაცები შეუფასებელია. ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, არის დრო.

სულ მიზიდავდა რევოლუციური ცვლილებები. არ ვიცი, რატომ. იმიტომ, რომ ეს რთულია. უფრო სტრესულიცაა და გადიხარ იმ პერიოდს, როცა ადამიანები გეუბნებიან, რომ დამარცხდი.

ძალიან ვამაყობ იმითაც, რაც გავაკეთე და იმითაც, რაც არ გავაკეთე. ინოვაციაა, თქვა უარი უამრავ რამეზე.

არ მაინტერესებს, ვიყო უმდიდრესი კაცი სასაფლაოზე. ძილის წინ, ვგრძნობდე კმაყოფილებას, რომ რაღაც მშვენიერი შევქმენი – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის.

გასული 33 წლის მანძილზე, ყოველ დილას ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, ვისურვებდი იმის გაკეთებას, რასაც დღეს ვგეგმავ? როდესაც პასუხი უარყოფითი იყო, ვხვდებოდი, რომ ცვლილებები იყო საჭირო.

არაა აუცილებელი რაიმემ მსოფლიო შეცვალოს, რომ მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ.

ტექნოლოგია არაფერია. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანების გჯერა, რომ ისინი არიან კარგები და ჭკვიანები და თუკი საჭირო ინსტრუმენტებს მისცემ, არაჩვეულებრივ რაღაცებს შექმნიან.

“მაკინტოში” იმიტაცაა განსაკუთრებული, რომ მას ქმნიდნენ მუსიკოსები, პოეტები, არტისტები, ზოოლოგები და ისტორიკოსები, რომლებიც ასევე, საუკეთესოები აღმოჩნდნენ კომპიუტერულ მეცნიერებებშიც.

დარჩი მშიერი. დარჩი სულელი.

წყარო: inc



განხილვა