in

ეს 34 და სხვა მრავალი!

awwwards

როგორც კარგად გახსოვთ, 34 განსაკუთრებული ლუდია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ საიტსაც განსაკუთრებულს იმსახურებს. 34.ge – ვებგვერდი, რომელზეც Leavingstone-მა იმუშავა, ორი კვირაა, რაც სრულიად ინტერნეტის ნაწილი გახდა და ლუდის მსგავსად უკვე მოიხვეჭა ვების ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი ჯილდო – Awwwards.com-ის Site of the Day ტიტული. Awwwards.com ვებსაიტების შეფასების გლობალური საზოგადოებაა, სადაც ჟიური მომხმარებელთან ერთად ყოველდღიურად ზღვა საიტებიდან გამოავლენს ერთადერთ რჩეულს.

ნიკოლოზ კუმბარი, პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, Leavingstone:

nika-kumbari“იდეის ჩანასახშივე ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო ციფრულად გვეთარგმნა 34-ის craft ხასიათი, განსხვავებულობის ის ნაპერწკალი, რომელიც ამ ბრენდს სხვა ლუდებისგან გამოარჩევს. 34.ge მოქნილად ერგება ნებისმიერი ზომისა და გემოვნების ეკრანს. ფერთა სპეციფიკური პალიტრა, დეტალური ილუსტრაცია და ფაქიზი ანიმაცია გამოვიყენეთ 34-ის უცნაური ისტორიის ზედმიწევნით მოსათხრობად. პროექტზე მომუშავე გუნდმა – ილუსტრატორმა ანანო მიმინოშვილმა და დეველოპერმა გოგა ჩინჩალაძემ – თავი არ დაზოგეს, რათა ამ თავისებური ესთეტიკისთვის შეესხათ ციფრული ხორცი. მტკიცედ გვჯერა, რომ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლეგენდარული ლუდის საიტი ჰარმონიულად  უნდა ეხმიანებოდეს მის გამორჩეულ გემოს.”

ნინო სურმავა, ლუდი 34-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

ნინო სურმავა“ლუდი 34 სპეც ლუდია, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ რეცეპტით, არომატის სიმდიდრითა და მრავალფეროვანი გემოთი არამედ კომუნიკაციის მეთოდითაც. საიტსა და ლუდის გემოზე მუშაობაც დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. ვებ საიტი, კარგად გამოხატავს ბრენდის კონცეფციას. 34 არის ორიგინალური, მინიმალისტური და მოქნილი. საიტი სულ ხუთი გვერდისგან შედგება და თითოეული მათგანი საინტერესო, ადვილად საკითხავი და ინფორმატიულია. ჩემი აზრით, არავინ ვინც საიტს გაიცნობს/წაიკითხავს, არ ჩათვლის რომ დრო დაკარგა “ჩვენთან სტუმრობით”. სასიამოვნოა ასეთი პროექტის საერთაშორისო აღიარება!”

ნატახტარისა და Leavingstone-ის ციფრული კოლაბორაციისთვის ეს უკვე მეორე Site of the Day ჯილდოა Awwwards.com-ზე. პირველი ლელო საქართველოს სახელით ამ გლობალურ ასპარეზზე http://sheav.se-მ დადო – საიტმა, სადაც მეგობრობის ნამდვილი მნიშვნელობის აღმოსაჩენად სმარტფონით ეკრანზე ლუდი უნდა ჩამოსახა.

ბონუსად: ყველაფერი 34.ge-ის დიზაინის შესახებ

ვებგვერდის მისამართი: http://34.ge/ge

ყველაზე ცნობილი ქართველი ბებია ბრუსლის ენერგიით #ბრუსლიფიცირება დაიწყო!

ვაიონა რაიდერი “Marc Jacobs Beauty”-ს სარეკლამო კამპანიისთვის