in

34 ლარად ნაყიდი ლუდიდან პერსონალურ ძეგლამდე! 34-ის სრული ვიდეო ისტორია!

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ლუდი 34-ის კამპანიის სრულ ვიდეო ისტორიას, რომელზეც ციფრულმა სააგენტო ლივინგსტომა იმუშავა. ყველაფერი 34 ლარად ნაყიდი 1 ბოთლი ლუდიდან იწყება! ნახეთ ვიდეო:

ჩვენ ლივინგსტონის კრეატივ დირექტორს – ლევან ლეფსვერიძეს ვესაუბრეთ

M: როგორ გაჩნდა კამპანიის და ძეგლების დადგმის იდეა?

ლევან ლეფსვერიძეროგორც კი ბრენდის ხასიათს გავეცანით, გაჩნდა აზრი რომ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი და ლუდი 34 ლარად გაგვეყიდა. ამ ხერხით მივაგნებდით ბრენდის იდეალური მომხმარებლელს და თან საკმაო ხმარუსაც გამოვიწვევდით.

შემდეგ უკვე გადავწვიტეთ მომხმარებლისთვის მადლობა განსაკუთრებული ფორმით გადაგვეხადა და მათი “გმირობის” ისტორია დიდი ხნით შემოგვენახა ქალაქისთვის. ასე, მივედით ძეგლების დადგმის გადაწყვეტილებამდე.

M: მაინც, რამდენმა ადამიანმა იყიდა ლუდი, 34 ლარად?

34 ლარად, ლუდი მხოლოდ 3 ობიექტში იყიდებოდა და ხუთ დღეში  223-მა ადამიანმა იყიდა. ამათგან, პირველ მყიდველებს ერგოთ დიდება. სხვა ყველა მონაწილეს კი საჩუქრები.

M: როცა ცოცხალ ექსპერიმენტს ატარებს ძალიან დიდია რისკი, რომ მომხმარებელი არ ჩაერთოს და ლამაზი იდეა ფურცელზე დარჩეს. თუ გქონდათ ასეთი სცენარი გათვალისწინებული?

უმნიშვნელოვანესი იყო პირველივე დღესვე გვცოდნოდა ჩვენი გმირების ვინაობა, რათა ქანდაკებების გაკეთება ექსტრემალურ პირობებში მაინც მოგვესწრო.

სამივე ობიექტში ფარული კამერები გვქონდა დამონტაჟებული და მოუთმენლად ველოდით პირველ მყიდველებს. შენაძენის შემდეგ პრომო გოგონა ყველანაირად ცდილობდა მომხმარებლისთვის facebook პროფილის გამორთმევას, რათა მოქანდაკეებისთვის ფოტოების გადაგვეგზავნა სწრაფად მოგვეხერხებინა.

ყველაზე უკიდურესი შემთხვევისისაც მოვემზადეთ. გმირებიდან ერთ-ერთს (განთქმულ ლუდის  მოყვარულ ადამიანს) სპეციალურად ვთხოვეთ მისულიყო სუპერმარეტში და ლუდი შეეძინა. ვუთხარით, რომ გადასაღებად გვჭირდებოდა კადრები თუ როგორ ყიდულობს ჩვენს ლუდს. ესაა და ეს, მეტი არაფერი გაგვიმხელია. საკუთარი ძეგლის ქალაქის ცენტრში აღმოჩენა, მისთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც დანარჩენებისთვის.

“თეგეტა მოტორსი “ ბრიჯსთოუნის ზაფხულის საბურავებზე განსაკუთრებულ აქციას გვთავაზობს.

„სიყვარულის 3 ისტორია“  – ზარაფხანასგან [EXCLUSIVE]