in

ვიზუალური არტის, თანამედროვე ციფრული კულტურის და ელექტრონული მუსიკის 36–საათიანი ნონ–სტოპი კლუბ „ანდერვილში“

ფესტივალი 18, 19 და 20 სექტემბერს გაიმართება და გერმანული და ბრიტანული ელექტრონული სცენის ათამდე ლეგენდარულ და აქტუალურ არტისტს წარმოგიდგენთ, ასევე 3D მეფინგის დაუვიწყარ წარმოდგენას Bordos.ArtWorks-ის და Ivo Kovaks-ის შესრულებით. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge

18 სექტემბერს ფესტივალი ვორკშოპით გაიხსნება(Object Mapping Workshop), სადაც Ivo Kovaks შემოგთავაზებთ ვიდეომეფინგის მოკლე წარდგენას, ასევე პრაქტიკულ სახელმძღვანელოს თუ როგორ გამოვიყენოთ პრიგრამები cinema 4D და Madmapper. (ვექტორული გამოსახულებების შექმნა და მისი ნებისმიერ ზედაპირზე გადატანა), ხოლო

19 სექტემბერს 20 საათიდან დაიწყება 36-საათიანი ნონ-სტოპი.

ფესტივალი 2010 წელს გერმანიაში დაფუძნებული „კლუბ აუტონომიკას“ და 2009 წელს თბილისში ჩამოყალიბებული მუსიკის, არტის და დიზაინის ბრენდის MAD– ის ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალის მიზანი, საფესტივალო კულტურის განვითარების გარდა, 21–ე საუკუნის ვიზუალური ტექნოლოგიების დანერგვაა, რომელიც დიზაინის, ინტერიერის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროებში მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება.

ფესტივალის ტერიტორია რამდენიმე ზონად იყოფა:

  • ორი მუსიკალური სცენა ( ღია და დახურული).
  • „ნატვრის ხე“ – მასთან გადაღებული ყველაზე ორიგინალური ფოტოს ავტორი თავად აირჩევს შემდეგი ფესტივალის ჰედლაინერს.
  • მე-18 საუკუნის გვიანი ბაროკოს ჩილაუთ ზონა.
  • „აუტონომიკას“ ლოგოს 8 მეტრი სიმაღლის ინსტალაცია, რომელიც ქალაქის ყველა წერტილიდან გამოჩნდება.

ბილეთები:

ორდღიანი აბონემენტი 35 ლარი, ერთდღიანი – 20 ლარი

ონლაინ–გაყიდვები: www.biletebi.ge

“მიტარბი – ხალისის ბუნებრივი ელექსირი” – “ჩემი ბორჯომი”-ს გამარჯვებული ვიდეო

ვეგეტარიანული რესტორანი, კედელზე საყვარელი ცხოველების ფოტოებით!