in

პანორამული რეკლამები

“Youtube”-მა ახალი ინსტრუმენტის მხარდაჭერით, შესაძლოა სარეკლამო რგოლებზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს.

ვიდოეჰოსტინგზე ისეთი რეკლამები გამოჩნდა, რომლის შემობრუნება 360°-ით, სასურველი მიმართულებითაა შესაძლებელი. უკვე დიდი ხანია მსგავს ფორმატს სარეკლამო სააგენტოები კლიენტების მოსაზიდად იყენებენ, მაგრამ მსგავსი ვიდეოს ატვირთვა მხოლოდ დამკვეთის საიტზე იყო შესაძლებელი და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი საიტზე სპეციალურ აპლიკაციას დაამატებდა.

“Youtube”-მა ეს შესაძლებლობა გააფართოვა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა. დღეს უკვე ნებისმიერი ბრაუზერიდან პირდაპირ “Youtube”-ზეა შესაძლებელი პანორამული რეკლამების დათვალიერება. ამისთვის მხოლოდ მაუსის შესაბამის მხარეს მოძრაობაა საჭირო.

https://youtu.be/LdTm7Vpape0

დარჩა 2 დღე! რა ელოდებათ ანაკლიაში GEM Fest -ის სტუმრებს?!

“Carlsberg”-მა ბარგის მოლოდინში მყოფი მგზავრები დააჯილდოვა