19
Aug
2016

360 გრადუსით დანახული აფრიკა – Amarula–ს ვიდეორგოლი

19 Aug 2016



ლიქიორის მწარმოებელი აფრიკული ბრენდი Amarula არაჩვეულებრივ ეგზოტიკურ ვიდეორგოლს აქვეყნებს იმაზე, თუ როგორ მზადდება ეს უგემრიელესი სასმელი. ვიდეორგოლს, გარდა შინაარსისა, განსაკუთრებულობას 360–ი გრადუსის ფორმატი სძენს.

მაშ ასე, დროა ვნახოთ, რას გვთავაზობს აფრიკა. მაყურებელს შეუძლია თავად გამოიკვლიოს აფრიკის არჩვეულებრივი ადგილები, ველური ბუნება, ცხოველთა სამყარო და კულტურა.

 

 

აღმოჩნდა რომ, სასმელიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად ეს უნიკალური ადგილი. ლიქიორის შემადგენლობაში ერთი კონკრეტული ინგრედიენტი არ შედის, ის მთელს აფრიკას მოიცავს, მის ჰაერს, წყალს, სიჩუმეს, ხმაურს,  მცენარეებს, ხილს, ცეკვას, ტრადიციებს… ეს სასმელი აფრიკის ღირსეული სახეა.

სანამ უშუალოდ წახვალთ ამ არაჩვეულებრივი ადგილის დასათვალიერებლად და მისი განუმეორებელი კულტურის შესასწავლად, გირჩევთ ამ ვიდეორგოლს უყუროთ, ის დაგეხმარებათ თავი ამ საოცარ კონტინენტზე იგრძნოთ, რაც მთავარია, სანახაობა უფრო შთამბეჭდავი რომ იყოს, Amarula–ც მოიმარჯვეთ .

განხილვა