in

„ჯეპრას 365 ღვინის დღე“

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრამ“ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და წლიური ანგარიში ქართულ ღვინოს მიუძღვნა. ანგარიში „ჯეპრას“ ცხოვრების თითოეულ კალენდარულ დღეს მოიცავს. თითოეულ დღეს კი, ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ღვინოები ან ღვინოსთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტები და ფიროსმანის ნახატები ერთვის თან. კომპანია ნებისმიერ მსურველს სთავაზობს, დააგემოვნოს წლიური ანგარიში და გაიზიაროს ის ემოციები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უზიარებდნენ მეგობრებს, პარტნიორებსა და მთელ საქართველოს.

„ჯეპრაში გვჯერა, რომ არ არსებობს ჩვეულებრივი დღე. თითოეული დღე ჩვენი კომპანიისთვის რაღაც სიახლესთან, საუცხოო ცვლილებებთან და საინტერესო ამბავთანაა დაკავშირებული. ყველა დღე განსხვავებული და დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებებითაა სავსე. ყველა დღე – ელვარე დღესასწაულია. კალენდრის თითოეული ფურცელი ქართველებისთვის საამაყო და, აგერ უკვე 8000 წლის განმავლობაში მშობლიურ, შთაგონებისმომცემ ქართულ ღვინოს დავუკავშირეთ. ასე შეიქმნა ჩვენი, 2017 წლის ხალისიანი წლიური ანგარიში“, – ყვებიან „ჯეპრაში“

როგორც ამბობენ, „ჯეპრას“ განვლილი წლის რეტროსპექტივა მისი თანამშრომლების, მათი გამოცდილებისა და ყოველდღიურობის ანარეკლია. ღვინო მათ განწყობას, შესაბამის სეზონებსა და გამორჩეულ პროდუქტებს უკავშირდება.

„წლიური ანგარიში სხეულიანია და გამოირჩევა პროექტების ინტენსიური არომატებით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თანამშრომლების ცხოვრების მრავალფეროვან ნოტებს ხავერდოვნად გამოხატული გენდერული ბალანსის თანხლებით. აქვს ხანგრძლივი და საფეხუროვანი დაბოლოება ღვინოსთან დაკავშირებული შესანიშნავი ისტორიული არტეფაქტებისა და ფიროსმანის გენიალური დასურათებული კომპოზიციების სახით. ხასიათდება ცოცხალი და ხალასი გემოთი, გაწონასწორებული, ჯიშური, ჯეპრას პროდუქტებისთვის დამახასიათებელი ტანინებით და მდგრადი გაგრძელებით – კლიენტების კმაყოფილების სახით. დამშვენებულია კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ ნახსენები 73 მისტიკური ფერის ბუკეტით. დამზადებულია ტრადიციული ქართული წესით, „აკადემქალაქის“ განსაკუთრებულ მიკროზონაში, ზღვის დონიდან 447 მეტრ სიმაღლეზე დაკრეფილი იდეების 9 თვიანი დავარგებით“, – აცხადებენ „ჯეპრაში“.

 

 

შინაარსი და თემატიკა: ნინანო დავითაია

ღვინისა და არტეფაქტების თემატური განყოფილება: ნუნუკა ნებურიშვილი

დიზაინი: მარიამ მურადაშვილი, თაკო ჩიხრაძე, გეგი ბოლქვაძე, მაშკა წულეისკირი

პროექტის მართვა: ეკატერინე ჟვანია, ნუნუკა ნებურიშვილი

ვებ-უზრუნველყოფა: intellect LTD

ვებ-დიზაინი: intellect LTDჯეპრა, 2017

[პარტნიორის კონტენტი]

„საქართველოში, ახალაშენებულ ბინებზე ფასები კვლავ მოიმატებს“ – „მეტრა დეველოპმენტი“

BMW-ს მე-3 სერიის ახალი მოდელი 2019 წელს გამოვა