8
Jun
2017

37 ქართველი პოკერის მოთამაშე და CardPlayer.ge ბრიუსელში

8 Jun 2017

24-28 მაისს ბრიუსელში, პოკერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სერიის, WSOP Circuit-ის მთავარი ღონისძიება გაიმართა. ტურნირზე 37 ქართველი მოთამაშე მონაწილეობდა და თამამად შეიძლება ითქვას, მათი გამოსვლა წარმატებული გამოდგა. Adjarabet.com-ის სატელიტების 35 და Card Player-ის ტურნირთა ლიგის 2 გამარჯვებულიდან ათმა მოთამაშემ ბრიუსელში ფულადი ჯილდოს მოგება შეძლო. ალექსანდრე მაისურაძემ და ზურაბ ბერაძემ კი ფინალურ მაგიდასთან ითამაშეს, სადაც მეოთხე და მერვე ადგილები დაიკავეს.

მთავარი ღონისძიების გარდა, ქართველი მოთამაშეების მცირე ნაწილი სხვა ღონისძიებებზეც დარეგისტრირდა, სადაც კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს. 6-Max Deepstack-ის გამარჯვებული და WSOP-ის ბეჭდის მფლობელი იოსებ გელდიაშვილი გახდა, Last Chance Turbo  ღონისძიებაზე კი, გიორგი ხაბაზაშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

CardPlayer Georgia-ს მთავარი რედაქტორი ბაჩა მალაზონია, ბრიუსელში, ქართველების გამოსვლას დადებითად აფასებს და მოთამაშეების პოტენციალზე საუბრობს.

„ამ ტიპის ტურნირები დასტურია იმისა, რომ პოკერი სპორტია. 37 ქართველი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოკერის მოყვარულებს დაუპირისპირდა. წარმატების მისაღწევად საჭირო იყო გამოეყენებინათ ყველა ის თვისება, რომელიც წარმატებულ სპორტსმენს ახასიათებს – ფიზიკური გამძლეობა, სათამაშო დისციპლინა, ლოგიკური აზროვნება, კრიტიკულ მომენტში მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მიღება, სპორტული ჟინი და ის კონკრეტული თვისებები, რაც პოკერის კარგ მოთამაშეს გამოარჩევს. მოთამაშეები ყოველდღე დაახლოებით 10 საათს თამაშობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უდიდესი ნაწილისთვის ცოცხალი პოკერტურნირები ახალი გამოცდილება იყო, მათმა მონდომებამ და სპორტულმა ჟინმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართულ პოკერს დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისი გარემოებების შექმნის შემთხვევაში კი უფრო დიდი წარმატებებიც მოსალოდნელია. CardPlayer-ი ქართველი მოთამაშეების გამოსვლას მხოლოდ დადებითად აფასებს“, – ამბობს ბაჩა მალაზონია.

CardPlayer Georgia-ს გუნდი ბრიუსელში ქართველ მოთამაშეებთან ერთად იმყოფებოდა და განახლებულ ვებგვერდზე, Live Feed-ის საშუალებით, მკითხველსა და მაყურებელს ღონისძიების მიმდინარეობასა და ქართველების სათამაშო პერიპეტიებზე მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდა.

„ჩვენთვის, როგორც მედიისთვის, მნიშვნელოვანი იყო, უწყვეტ რეჟიმში Live Feed-ის საშუალებით მოგვეთხრო და გვეჩვენებინა ყოველი სათამაშო დღის განვითრება და ხაზი გაგვესვა ქართველი მოთამაშეების გამოსვლისთვის. ამიტომაც, ტექსტუალური ნაწილის გარდა, ჩვენს მკითხველს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ინტერვიუები, ენახა დღის შემაჯამებელი ანალიზი, ფეისბუქის საშუალებით თვალი ედევნებინა პოკერის მაგიდასთან საინტერესო მომენტებისთვის. ამ ყველაფრის კულმინაცია კი ფინალური მაგიდის „ლაივ სტრიმი“ გახდა, რომელიც პირდაპირ ეთერში ქართული კომენტარით გადაიცემოდა, რაც ქართული პოკერინდუსტრიის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო“, – აღნიშნა ბაჩა მალაზონიამ.

[R]

განხილვა