in

3 აპრილი, საგანმანათლებლო სემინარი და საქმიანი ვახშამი FRYDAY W

პარასკევს, 3 აპრილს, 18:30 საათზე უნიკალური საგანმანათლებლო სემინარი და საქმიანი ვახშამი FRYDAY W, რომელიც გაიმართება სასტუმრო ბუტიკში Vinotel. ღონისძიების მედია მხარდამჭერია Marketer.ge

winotel

საერთაშორისო გაერთიანება FRYDAY წარმოგიდგენთ, თბილისისთვის სრულიად ახალ ღონისძიებების ფორმატს FRYDAY W. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა, სასიამოვნო გარემოში პარასკევ საღამოს სამსახურის შემდგომ, ეს არის საგანმანათლებლო შეხვედრა აღიარებულ ექსპერტებთან სხვადასხვა ბიზნეს თემებთან დაკავშირებით.

კონკურენცია თქვენს ბიზნესში უფრო და უფრო ძლიერდება? და რესურსები შეზღუდულია? გიძნელდებათ კონკურენციის გაწევა? გსურთ, რომ თქვენი მესიჯი მომხმარებლისთვის იყოს დასამახსოვრებელი და ეფექტური, ისე რომ ამისთვის არ დახარჯოთ მთელი წლის მარკეტინგული ბიუჯეტი?

გელოდებით ბიზნეს-სემინარზე FRYDAY W “როგორ გამოიყენოთ სწორად ივენთ-მარკეტინგი თქვენი ბიზნესისთვის?” Vinotel Boutique Hotel-ში.

თქვენ გაიგებთ:

  • როგორ გახადოთ თქვენი ბიზნესი წარმატებული ივენთ-მარკეტინგის საშუალებით
  • როგორი უნდა იყოს ღონისღიებები, იმისათვის რომ გაიზარდოს ბრენდის ცნობადობა და გაიზარდოს თქვენი მოგება
  • საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა და ქართული გამოცდილება

ჩვენი ექსპერტები:

ანდრეი დლიგაჩი

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სტრატეგიული ბიზნეს-კონსულტანტი. 17 წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ დაგეგმარებაში, მარკეტინგში და ბრენდის მართვაში. უკრაინაში წამყვანი ბიზნეს -კონსულტანტი და ექსპერტი მარკეტინგში. აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის Advanter Group, რიმელიც უკრაინაში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური საკონსულტაციო კომპანია მარკეტინგის სფეროში.

ედრიან სკოფჰემი

ექსპერტი მარკეტინგში და ბრენდინგში. 15 წლიანიგამოცდილება მარკეტინგში,ბრენდინგში და გაყიდვებში ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ბრიტანეთი და საქართველო. საქართველოში მუშაობის გამოცდილება დაახლოებით- 2 წელი. საერთაშორისო სააგენტოს PR & Marketing მმართველი პარტნიორი(ლონდონი, ბერლინი, მოსკოვი, თბილისი).

პროგრამა:

18:30 – 19.00 – მონაწილეთა რეგისტრაცია

19:00 – 19:45 – ანდრეი დლიგაჩი: «როგორ გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა,ივენთ-მარკეტინგის გამოყენებით.საერთაშორისო გამოცდილება. (ენა:რუსული)

19:45 – 20:00 – Coffee Break

20:00 – 20:45 – ედრიან სკოფჰემი: «როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი სწორად დაგეგმილი ღონისძიებების საშუალებით. ქართული გამოცდილება. (ენა:ინგლისური)

20:45 – 21:00 – კითხვები და პასუხები

21:00-21:30 – უნიკალური ღვინის მარნის Vinotel-ის მონახულება და მისი ღვინის კოლექციების დათვალიერება

21:30-22:30 – ბიზნეს-ვახშამი: საუკეთესო კერძები რესტორან Vinotel შეფ-მზარეულისგან და არაფორმალური ურთიერთობა ექსპერტებთან სასიამოვნო ატმოსფეროში, საუკეთესო სერვისით.

ღონისძიების ენა: რუსული და ინგლისური

ბილეთის ღირებულება: 100-120 ლარი

ბილეთის შეძენის საფასური 2 აპრილამდე= 100 GEL

ბილეთის საფასური ღონისძიების დღეს= 120 GEL

ბილეთის საფასურში შედის: სემინარი, Coffee Break, ვახშამი რესტორანში Vinotel.

წინასწარ გადახდის განხორციელება (100 GEL დღგ’ს ჩათვლით) თქვენ შეგიძლიათ შეკვეთოთ ბილეთის თქვენს ოფისში მიტანა ტელეფონის ნომერზე: +995 593 13 84 00. ინვოისის გაგზავნა მოხდება თქვენი სურვილის მიხედვით.

თარიღი და საათი: პარასკევი, 3 აპრილი 2015 ., 18:30-22:30

ადგილი: Vinotel Boutique Hotel

ელენე ახვლედიანის აღმართი 4, თბილისი, საქართველო

რუკა: http://goo.gl/PIi55b

მონაწილეთა რეგისტრაციისათვის: http://goo.gl/sNG7bN

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველ FRYDAY W თბილისში!

რა კითხვები უნდა დავუსვათ მენეჯერს გასაუბრებაზე? – მედეა ტაბატაძე

კონიაკ “არარატის” თეატრალური შეფუთვა