თანამედროვე რეკლამის ინდუსტრიაში ტექნოლოგიური წინსვლა უდიდეს ადგილს იკავებს, რადგან მეტი შესაძლებლობა ჩნდება კრეატიული იდეების უფრო ეფექტური გზით გამოსახატად. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 3D ბილბორდის ხელოვნება, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, როგორც რეკლამირების ინოვაციური სახე. თუმცა ამჯერად უშუალოდ საქართველოს მაგალითზე უნდა ვისაუბროთ — სულ მალე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ ფასადზე 3D LED ეკრანი გამოჩნდება.
ეს იქნება იდეალური ციფრული ტილო ბრენდებისთვის, რომლის მეშვეობითაც სასურველი რეკლამების გაშვება შთამბეჭდავი, განსხვავებული და გამორჩეული გზით შეგეძლებათ. 3D LED კუთხოვანი ეკრანი ისეა წარმოდგენილი, რომ მისი ორი მხარე გადაბმის გარეშე უკავშირდება ერთმანეთს — შესაბამისად, ორი დამოუკიდებელი ეკრანის ნაცვლად, ერთი მთლიანია და გამოსახულების უნაკლო ხარისხს უზრუნველყოფს. შედეგად, ტურისტებისა და ადგილობრივების ყველაზე ხშირ თავშეყრის ადგილას უნიკალური კონტენტი მიიქცევს ყურადღებას. ასე ვთქვათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მისწვდება ფართო აუდიტორიას და შესანიშნავი გზით გადასცემს კონკრეტულ გზავნილს.
სტატისტიკურად თუ განვიხილავთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად 30 000 – 35 000 ადამიანი გადაადგილდება. გამოდის, ზუსტად ამდენივე ნახავს 3D ბილბორდზე წარმოდგენილ რეკლამას და ვინაიდან ეს პირველი მსგავსი ეკრანი იქნება დედაქალაქში, განსაკუთრებულ ყურადღებასაც დაიმსახურებს. სხვა სიტყვებით, 3D ტექნოლოგიით გაშუქებულ რეკლამებსა და საზოგადოებას შორის განუმეორებელი კომუნიკაცია, ყოველდღიური კავშირი დამყარდება.
უწყვეტი გავლენა: ნათელი ხილვადობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში
როდესაც საქმე ეკრანს ეხება, ხშირად გაწუხებს ის ფაქტი, მზის გავლენით რამდენად აღქმადი იქნება გამოსახულება. ამ შემთხვევაში, 3D LED ეკრანი ჩრდილოეთისკენ იქნება მიმართული, რაც უწყვეტ ხილვადობას უზრუნველყოფს დღის ნებისმიერ მონაკვეთში. შესაბამისად, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული იქნება, კონტენტი კი მკვეთრად გამოჩნდება — მნახველებს არანაირი დისკომფორტი არ შეექმნებათ გარჩევადობასთან დაკავშირებით.
მთლიანობაში, 3D ეკრანის გამოჩენა დიდი სიახლეა საქართველოს ბაზარზე გარე რეკლამის სფეროში. პირველ რიგში, ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისთვის ფეხის აწყობა და, ამავდროულად, ბრენდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
- +995 599 205 689
- მეილი: [email protected]
- ფეისბუქი
[R]