გულსისხლძარღვთა დაავადებას (CVD) აღწერენ, როგორც ნებისმიერ დაავადებას, რომელსაც გავლენა აქვს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. აქ გულისა და პერიფერიული არტერიების დაავადებების გამოყოფა შეგვიძლია, რომლებიც ტვინისა და ღვიძლის სისხლძარღვებზე უარყოფითად მოქმედებს…
მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ CVD-ით დაავადებულ ადამიანებში სისხლძარღვები, რომლებიც ატარებს სისხლს, ჟანგბადსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს, შეიძლება შევიწროვდეს ან დაიბლოკოს, რაც მრავალ პრობლემას, უმეტესად კი სიკვდილს იწვევს…
თუმცა ახლა Brigham&Women’s Hospital-ის მკვლევრებმა ამ პრობლემის გადაჭრაზე იზრუნეს და სისხლძარღვთა ქსოვილების 3D ბიობეჭდვის ტექნიკა შეიმუშავეს. როგორ მოახერხეს ეს? მათ ორმაგი ქსელის ჰიდროგელის ბიომელანი შექმნეს, რომელსაც ცოცხალ ქსოვილში მილების დაბეჭდვა ბუნებრივი პოლიმერების ჯვარედინი შესაძლებლობების გამოყენებით შეუძლია.

„ჩვენ მიერ დაბეჭდილი სისხლძარღვები ნამდვილად ჰგავს ბუნებრივს. კვლევა კი იმ პოტენციალს გვიჩვენებს, რომლითაც ისინი სისხლძარღვთა ოპერაციებში მოდელების სახით შეგვიძლია გამოვიყენოთ, ამასთან, სხვა დაავადებების კვლევისა და ფართო ბიოსამედიცინო აპლიკაციებისთვის“, — აცხადებს შრიკე ჟანგი, მკვლევარი.
ხოლო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კარდიოვასკულარული დაავადებებით ამერიკაში ყოველ 34 წამში ერთი ადამიანი კვდება, კონკრეტული მიღწევა სამომავლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს…











