დაახლოებით ერთ წელზე მეტი გაგრძელდა ისრაელის კოკა-კოლას სარეკლამო კამპანია.
კამპანიის ფარგლებში კოკა-კოლის ბოთლებზე სხვადასხვა სახელებს აწერდნენ. 150 სახელიდან არცერთი არაბული არ იყო, რის გამოც კომპანია დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. უკვე ყველამ ვიცით, რომ კოკა-კოლა იდეების ნაკლებობას არ განიცდის და ისრაელში ახალი წამოწყებით დაბრუნდა.
mini-me(მინი მე), კოკა–კოლას მომხმარებლებს საშუალება მიეცათ საკუთარი 3D ფიგურა გაეკეთებინათ. თავიდან წარმოადგინეს აპლიკაცია, სადაც საკუთარი თავის ანალოგი პერსონაჟის აწყობა შეიძლებოდა, ამ პერსონაჟის მოვლის და განვითარების შემდეგ მონაწილეები კოკა-კოლის ოფისში წაიყვანეს და სპეციალური პრინტერის მეშვეობით მათი ფიგურები გააკეთეს.