in

3D სათვალე და სამაჯური, რომლებიც უსინათლოებს “დანახვაში” ეხმარება

სამომავლოდ მოწყობილობა შეიძლება ხმის კონტროლისთვის საჭირო ტექნოლოგიასაც მოიცავდეს

აქამდე რამდენიმე ინოვაცია არსებობდა, რომელიც უსინათლოებს სამყაროში უკეთეს ნავიგაციაში ეხმარებოდა, თუმცა ახლახან მიუნხენში ახალი საშუალება გამოიგონეს და ეს არის ინფრაწითელი სათვალე, რომელიც დაკავშირებულია ვიბრაციულ ბალიშებს და მაგრდება მომხმარებლის წინა მხრებზე, რაც ეხმარება მას სივრცეში გადაადგილებაში.

ინფრაწითელი კამერა 3D სათვალეშია მოთავსებული და იღებს სტერეოსკოპულ სურათს, რომელიც გადაეცემა პატარა კომპიუტერს. ამით იქმნება მომხმარებლის სივრცული რუკა, პროგრამირდება ვიბრაციებში და ამ ვიბრაციებს სამკლაურს გადასცემს. მაგალითად, თუ ადამიანი გადის ოთახში, ეს სამკლაური უფრო ინტენსიურად ვიბრირებს, შედარებით მსუბუქია ვიბრაცია, თუ მეორე ადამიანი უახლოვდება და ა. Შ. Interesting Engineering ამ შეგრძნებებს თამაშში ყოფნას ადარებს, რადგან როცა მომხმარებელი უახლოვდება დაბრკოლებას, ვიბრაცია იმატებს.

მკვლევრები, მანუელ ზანი და არმაღან აჰმად ხანი აღწერენ ამ გამოგონებას თავიანთ ახალ კვლევაში, რომელიც წინასწარი ბეჭდვით გამოქვეყნდა arXiv-ზე. ნაშრომში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოგონებისა, რომელიც ახალმა ტექნოლოგიებმა მოიტანა, საუკეთესო და ყველაზე ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტი, რომელიც უსინათლოებს ნავიგაციაში ეხმარება, კვლავ ხელჯოხია.

თუმცა, ეს ახალი მოწყობილობა სრულიად ათავისუფლებს ხელებს, რაც მისასალმებელი მიღწევაა, როცა შეგიძლია გადაადგილდე და ცალი ხელი მუდამ ხელჯოხით არ გაქვს დაკავებული. ამასთან ერთად კი, რადგან სათვალე ინფრაწითელზე მუშაობს, მომხმარებლებს ნავიგაცია სიბნელეშიც შეეძლებათ, რაც კიდევ უფრო აფართოებს მოწყობილობის შესაძლებლობებს, რადგან ის შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებში, არამედ ისეთ დროსაც, როცა საჭიროა სიბნელეში გზის გაკვლევა.

მოხალისე ტესტერებმა განაცხადეს, რომ ვიბრაციები გაცილებით მარტივი ამოსაცნობია, როცა ისინი წინა მხრის კუნთოვან უბნებს ურტყამს ან მაჯასთან ახლოსაა. ჩაატარეს ერთი ცდა, რომელშიც 5 ტესტერი მონაწილეობდა და უნდა გაერბინათ დაბრკოლებებიანი მონაკვეთი. ხუთივემ წარმატებით გაიარა ეს გზა. 

სამომავლო განვითარების ფარგლებში, გეგმავენ, რომ მოწყობილობა შეიძლება ხმის კონტროლისთვის საჭირო ტექნოლოგიასაც მოიცავდეს. როგორც მკვლევრები ამბობენ, ასეთი სისტემაც უკვე მზადების პროცესშია. 

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი მოწყობილობა პერსპექტიული მიდგომაა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის და უზრუნველყოფს მათ მეტ დამოუკიდებლობას.

 

Meta-მ ახალი სუპერკომპიუტერი წარადგინა!

Wi-Fi 7 — ინტერნეტი უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობებით