16
Apr
2019

3D პრინტერით გული დაბეჭდეს, რომელსაც ადამიანის ქსოვილი და სისხლძარღვები აქვს

16 Apr 2019

veon
veon


ებრაელმა მეცნიერებმა 3D პრინტერით ადამიანის გული დაბეჭდეს, რომელსაც ბიოლოგიური ქსოვილი და სისხლძარღვები აქვს. ბრიტანული Unilad-ის ინფორმაციით, 3D პრინტერით დაბეჭდილი გული ადამიანისაზე დაახლოებით, 10-ჯერ პატარაა, თუმცა, წარმოადგენს ტრანსპლანტაციისთვის გამოსადეგი გულის შექმნის წინაპირობას. ხოლო Daily Mail-ის ცნობით, ალუბლისოდენა გულს სისხლის გადატუმბვა არ შეუძლია, თუმცა, ეს არის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გარღვევა, რომელიც ორგანოთა გადანერგვის სფეროს შეცვლის. ამასთან, ეს არის მსოფლიოში პირველი 3D პრინტერით ნაბეჭდი გული, რომლის მასალადაც ბიოლოგიური ქსოვილი გამოიყენეს და მას გულის შესაბამისად, ყველა სისხლძარღვი ადგილზე აქვს.

მეცნიერების აზრით, უახლოეს 10 წელიწადში პაციენტებისთვის ორგანოების 3D პრინტერით დაბეჭდვა საჭიროებისამებრ, ადგილზევე, საავადმყოფოებში იქნება შესაძლებელი.

განხილვა