in

3D მანეკენებს აკუსტიკური მოწყობილობების შესაქმნელად გამოიყენებენ

აკუსტიკური მოწყობილობების შემუშავებისას, როგორიცაა სმენის აპარატები, მკვლევრები კონკრეტულ ინსტრუმენტზე არიან დამოკიდებულნი, რომელიც აუდიოს ჩაწერასა და დამუშავებას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი ექსპერტებს იმის გაგებაში ეხმარებათ, როგორ მიეწოდება ყურს ხმა, განსაკუთრებით ხალხმრავალ სიტუაციებში.

სამწუხაროდ, ასეთი ინსტრუმენტები საკმაოდ ძვირი და ძნელად მოსაპოვებელია. ამასთან, ე. წ.  აკუსტიკური თავის ტრენაჟორები, ჩვეულებრივი მანეკენების მსგავსია, რომლებიც ზრდასრული ადამიანის სმენის მახასიათებლებს ჰბაძავს. უბრალოდ, მათი ნაკლი ის არის, რომ იმ გარემოდან შეგროვებული მონაცემების დამუშავებას ვერ ახერხებს, სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულად საუბრობს.

თუმცა ილინოისის უნივერსიტეტის გუნდმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ინოვაციურ გზას მიაგნო. ახალი ტიპის სიმულატორი ადამიანურ შეცდომებს შლის და კვლევაში მონაწილე ადამიანების საჭიროებებს სრულად ერგება — ეს არის მანეკენის მსგავსი თავი, რომელიც აღჭურვილია პირით, მეტყველების მისაბაძად და დეტალიზებული ყურებით, მიკროფონებით. 3D პრინტერით დაბეჭდილი თავი ნებისმიერი მიმართულებით ტრიალებს და სხვადასხვა ადგილიდან მარტივად იღებს ჩანაწერს, ხმაურის გამოხშირვის პრინციპით.

მოწყობილობის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას კი მეცნიერები გამოიყენებენ — მათ ალგორითმების მეშვეობით დაამუშავებენ და სმენის აპარატების, მიკროფონების ან სხვა აკუსტიკური ხელსაწყოს განსავითარებლად გამოიყენებენ.

თამრი ოხიკიანის „შემოქმედიბითი თამაშები“ სცენოგრაფიასა და ილუსტრაციაში

„არ გაიმეორო შეცდომა“ – საგზაო უსაფრთხოების კამპანია