დიზაინერებმა 3D პრინტერით მსოფლიოში პირველი სრულად ფუნქციური ელექტრო მოტოციკლი დაბეჭდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC Click ავრცელებს. მოტოციკლი Nera კომპანია Bigrep-ში, 15 დაბეჭდილი დეტალისგან შეიქმნა და მას მხოლოდ ორი ტრადიციული ნაწილი აქვს – ძრავი და აკუმულატორი.

„იდეა იყო გვეჩვენებინა ინჟინრებისთვის და დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისთვის და ზოგადად მომხმარებლებისთვის, თუ რას ნიშნავს 3D ტექნოლოგიით ბეჭდვა. ისტორიულად, ინჟინრები და დიზაინერები, წარმოებისას ტექნოლოგიებით იყვნენ შეზღუდულები. 3D ტექნოლოგიის მეშვეობით ეს სირთულეები შეგიძლია დაამარცხო და შექმნა დეტალები, რომელსაც სრულიად ახალი შესაძლებლობები აქვს“, – განაცხადა კომპანია Bigrep-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბეარმა.
Are you ready for a new way to travel? pic.twitter.com/AOocfpHAZc
— @bbcclick (@BBCClick) January 28, 2019
3D პრინტერით დაბეჭდილი მოტოციკლის ღირებულება, დაახლოებით, 2000 ევროა. ერთი მოტოციკლის აწყობას კი სამი დღე სჭირდება. პროდუქტის შეძენა ჯერ შესაძლებელი არ არის, თუმცა, შეიძენდით, თუ არა ასეთი ტექნოლოგიით შექმნილ მოტოციკლს?











