თუკი კორპორაციულ საჩუქარს ეძებთ, სიმბოლური ჯილდოს დამზადება გჭირდებათ ან სულაც სუვენირი გინდათ აჩუქოთ ვინმეს, 3D Painter-ის კრისტალებით დამზადებულ სუვენირებზე გვინდა გესაუბროთ.
3D Painter არის საშუალება, რომ მნიშვნელოვანი მომენტები სუვენირად აქციოთ – ჯილდოდ, სამაგიდე ფიგურებად, კალმების ჩასადებად, გასაღებების საკიდად, მაგიდის საათად, ყელსაბამად, მეხსიერების ბარათად და ა.შ. სუვენირის პრინციპი მარტივია – 3D Painter კრისტალში თქვენთვის სასურველ გამოსახულებას (სურათი, ლოგო, ტექსტი…) ათავსებს და სულ რაღაც, ნახევარ საათში პროდუქტი მზადაა.
დაგროვილი გამოცდილება 3D Painter-ს ბაზარზე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარა. უმაღლესი ხარისხის აპარატის დახმარებით, აბსოლუტური სიზუსტით ხდება სასურველი გამოსახულების კრისტალში გადატანა. დიდია არჩევანი თავად კრისტალის კუთხითაც, 100-ზე მეტი სახეობის ასორტიმენტში სასურველ ფორმას აუცილებლად იპოვნით. ამას გარდა, თუკი კორპორაციული შეკვეთისთვის განსხვავებული იდეა გაქვთ, კომპანიას მისი შესაბამისი ფორმისა თუ ფერის კრისტალის უზრუნველყოფაც შეუძლია, რაც მთავარია მისაღებ ფასად.
თუკი სუვენირების არჩევა კორპორაციული შეკვეთისთვის გსურთ, 3D Painter-ის წარმომადგენელი ადგილზე გეწვევათ და ინფორმაციას დეტალურად მოგაწვდით.
კრისტალების დამზადება ოთარ ბიწკინაშვილმა, დაახლოებით, ექვსი წლის წინ დაიწყო. მაშინ სუვენირების ეს სახეობა სრულიად ახალი პროდუქტი იყო ქართული ბაზრისთვის. ოთარი, რომელიც საჩუქრების მაღაზიას ფლობდა, მუდმივად აკვირდებოდა, რა იქნებოდა აქტუალური სუვენირი, რასაც ადამიანები ისე, უმიზეზოდაც კი სიამოვნებით აჩუქებდნენ ერთმანეთს და კომპანიებისთვისაც საინტერესო შეთავაზებად იქცეოდა. ინტერნეტში ხანგრძლივი ძიების შემდეგ, საჩუქრის საინტერესო ალტერნატივას მიაგნო, რომელიც ბიზნესისთვის საინტერესო იდეად მიიჩნია. ეს იყო მაღალი ხარისხის კრისტალები, რომლებშიც 2D და 3D გამოსახულების დაბეჭდვა იყო შესაძლებელი. ტექნოლოგიისა და სამუშაო მექანიზმის შესწავლის შემდეგ, ოთარ ბიწკინაშვილმა შესაბამისი დანადგარები შეიძინა და სულ ცოტა ხანში, თბილისი მოლში, 3D Painter-ის პირველი მაღაზია გამოჩნდა.
3D Painter-ში მისულ ადამიანებს მაღალი ხარისხის კრისტალის სუვენირების იქვე დამზადებას სთავაზობდნენ. დაახლოებით, ნახევარ საათში, მომხმარებელს შეეძლო სასურველი გამოსახულება, ლოგო, წარწერა თუ სიმბოლო 2 ან 3-განზომილებაში მოექცია და სამახსოვრო საჩუქრად წაეღო.
იმ დროისათვის, როდესაც 3D Painter ოპერირებას იწყებდა, ბევრმა არ იცოდა ამ ტექნოლოგიის შესახებ. წლების განმავლობაში, კრისტალების სუვენირებით დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. საზოგადოებამ გაიცნო პროდუქტი და მომსახურება – მათ თავიანთი დიზაინითა და სურვილით შეუძლიათ სასუვენირე კრისტალში განსათავსებელი ნახატების შექმნა. პრემიუმ-ხარისხის სუვენირებზე გამოხმაურება სულ უფრო მატულობს. დღესდღეობით, 3D Painter კი უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალურ, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს.
ამასობაში, კომპანია განვითარდა და თბილისი მოლის მაღაზიას გალერია თბილისის ფილიალი შეემატა. ამავდროულად, შეკვეთების მიღება ონლაინ რეჟიმშიც გახდა შესაძლებელი, ფეისბუკ გვერდის დახმარებით. აქტიურია მიტანის სერვისიც და შეკვეთის მიღებას 2-3 დღის განმავლობაში შეძლებთ. ამ დროისათვის, მზადების პროცესშია 3D Painter-ის ვებგვერდიც და სულ მალე, მისი საშუალებითაც შეძლებთ სასურველი სუვენირის შეკვეთას.
3D Painter-ის აქტიური მომხმარებლები არიან საჯარო და იურიდიული ორგანიზაციები, სამინისტროები, რომლებსაც მაგალითად, სიმბოლური ჯილდოს დამზადება სურთ, როგორც მასშტაბური საჯარო ღონისძიებისთვის, ასევე, კორპორაციული შეხვედრებისთვის, თანამშრომლების დასაჯილდოებლად თუ სხვა დანიშნულებით. 3D Painter-ის სპეციალურად გამზადებულ ფორმებში ხდება სასურველი გამოსახულების, ლოგოს, წარწერისა თუ სიმბოლოს განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა თავად პროდუქციის ასორტიმენტიც და დღესდღეობით, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კრისტალის სუვენირების დამზადება, როგორიცაა ბრელოკი, დასადგმელი კრისტალები, ჯილდოები, ზოგიერთი ტიპის სუვენირებისთვის განათების დამატებაცაა შესაძლებელი.
ამ დროისათვის, 3D Painter-ის გუნდი აქტიურად მუშაობს კრისტალებში ფერადი გამოსახულების ინტეგრირებაზე, რაც უფრო გაამრავალფეროვნებს პროდუქტის არჩევანს.
იგეგმება გაფართოებაც – უახლოეს მომავალში, თბილისს 3D Painter-ის რამდენიმე მაღაზია შეემატება, ეტაპოვრივად კი, კრისტალების სუვენირები რეგიონებისთვისაც უფრო მისაწვდომი გახდება.
[R]