in

მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა, რომელიც 3D პრინტერით დაბეჭდეს, დუბაიშია

veon
veon

კომპანია Apis Cor-მა, 3D პრინტერით მშენებლობის ტექნოლოგია დუბაიში, ამ ტექნიკით აშენებული მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგებობის შესაქმნელად გამოიყენა. სიმბოლურია მისი ადგილმდებარეობაც – დუბაი, როგორც არქიტექტურული ექსპერიმენტების ქალაქი. აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტის განსაკუთრებულობა მის მასშტაბებში უფროა, ვიდრე ტექნიკაში. რადგან 3D პრინტერით მშენებლობის ტექნოლოგიას ბოლო წლებია აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მექსიკაში, უსახლკაროებისთვის სახლების ასაშენებლად, რადგან 3D პრინტერით მშენებლობა გაცილებით იაფი ჯდება.

ორსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობა დუბაიში დასრულდა, ამ დროისათვის მსოფლიოში 3D პრინტერით დამზადებული ყველაზე დიდი ნაგებობაა. მოვლენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ხელს უწყობს 3D მშენებლობის პოპულარიზაციას და შესაბამისად, ამ ტექნიკის დამკვიდრებას სამშენებლო ბაზარზე.

მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა, რომელიც 3D პრინტერით დაბეჭდეს, 9.5 მეტრის სიმაღლის და 640 კვ.მ ფართობისაა. მას აქვს ორი სართული და ის დუბაის მუნიციპალიტეტისთვის აშენდა.

მშენებლობის პროცესი სამი კვირა გრძელდებოდა, ხოლო მშენებელ 3D პრინტერს Apis Cor-ის სამი თანამშრომელი მართავდა. რაც შეეხება მასალას, ერთგვარ კარტრიჯს, რომელსაც 3D პრინტერი მშენებლობისას იყენებდა, ის თაბაშირს შეიცავდა და ადგილობრივი კომპანიის მიერ იყო წარმოებული.

ვუპერის საიდუმლო გამჟღავნდა! – Burger King-ის ტროლ-კამპანია

HoneyHost – ახალი ქართული ჰოსტინგ კომპანია