in ,

3D პრინტერით დაბეჭდილმა თავის ქალამ ჩვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა

ტვინის ოპერაცია ბევრ სირთულესთან რომაა დაკავშირებული, ყველამ კარგად ვიცით — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვილს ეხება. თუმცა მიუხედავად ამ სირთულეებისა, პოლონელმა ქირურგებმა თავის ქალის მეხუთედი ნაწილით დაბადებული ახალშობილისათვის 3D პრინტერით ხელოვნური ქალა შექმნეს.

M2
M2

უფრო კონკრეტულად, ექიმებმა კომპანია Sygnis-ის სერვისი გამოიყენეს. სწორედ მათ დაამზადეს თავის ქალის ზუსტი 3D მოდელი სულ რაღაც ერთ დღეში. ასეთი მოკლე ვადა კი ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი იყო — თუ ოპერაცია ოთხი დღის განმავლობაში არ ჩატარდებოდა, ჩვილი ინფექციების მიმართ სრულად დაუცველი გახდებოდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ფაილის მიღების შემდეგ 3D თავის ქალას შექმნაზე ორმა ინჟინერმა იზრუნა. ბავშვისთვის რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნოლოგია გამოიყენეს. პირველი მოდელი SLS ტექნოლოგიით დამზადდა — Sinterit Lisa Pro 3D პრინტერით, PA12 ფხვნილისგან. ხოლო მეორე მოდელი SLA ტექნოლოგიით, FlashForge Photo 8.9sz 3D პრინტერზე.

მთლიანობაში 3D ბეჭდვის გამოყენებით, გეომეტრიულად კომპლექსური ძვლოვანი სტრუქტურების უნაკლო რეპროდუქცია შეიქმნა. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ამასთან, ბავშვს ძვლის სრულად აღსადგენად შემდგომი ოპერაციების ჩატარებაც დასჭირდება — ყოველი მათგანი კვლავ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

იცვლება თუ არა ავტომწარმოებელთა მარკეტინგული გეგმები ეკონომიკური კრიზისის დროს?

წარმატების მიღწევა პლატფორმაზე დაფუძნებულ მარკეტინგში