in

ამსტერდამში პირველი 3D პრინტერით შექმნილი ფოლადის ხიდი განათავსეს!

იგი 12 მეტრი სიგრძისაა და 4.9 ტონას იწონის

ამსტერდამში მსოფლიოში პირველი 3D ფოლადის ხიდი იხსნება! გარდა იმისა, რომ მისი დიზაინი ფანტასტიკური სტრუქტურული მიღწევაა, ფუნქციურადაც საინტერესო დატვირთვა აქვს – ის მკვლევრებისთვის ცოცხალი ლაბორატორიის სახით იმოქმედებს, რათა შეისწავლონ, როგორ შეიძლება უფრო რთული არქიტექტურული კონსტრუქციების განხორციელება.

3D პრინტერით შექმნილი ფოლადის ხიდი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მიერაა შექმნილი. ამასთან, ხიდს, რომელიც 12 მეტრი სიგრძისაა და 4.9 ტონას იწონის, ამჟამად ჰოლანდიური კომპანია MX3D ამუშავებს. ხიდის აგებაში ოთხი ინდუსტრიული რობოტი იღებდა მონაწილეობას და საბოლოო შედეგის მიღებას ექვსი თვე დასჭირდა, თუმცა მანამდე 4 წლიანი კვლევები მიმდინარეობდა.

გასულ კვირას სტრუქტურა შესაბამის ადგილას, “წითელი ფარნების კვარტალში” გადაიტანეს და უკვე ღიაა ფეხით თუ ველოსიპედით მოსიარულეებისთვის. ეს უზარმაზარი ნაბიჯია 3D პრინტერის სფეროს განვითარების თვალსაზრისით – როგორც ჩანს, კონსტრუქცია იმდენად მყარია, რომ ჩვეულებრივ უძლებს აქტიურ გადაადგილებას.

ამასთან, კონსტრუქციაზე დამონტაჟებული სენსორების ფართო ქსელის წყალობით, ხიდი მონაცემთა მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. სენსორები ხიდის მდგომარეობის დონეს ზომავს, ამოწმებს მის  ფუნქციონირებას და ზუსტად განსაზღვრაც საზოგადოების 3D ხიდთან ურთიერთქმედებას. აღნიშნული მონაცემები ხიდის ციფრულ ასლზე განთავსდება, რომელიც რეალური ხიდის კომპიუტერული სიმულაცია იქნება.

“სამშენებლო ინდუსტრიის ამ ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით უდიდესი პოტენციალი არსებობს, როგორც ესთეტიკური, ისე ძალზე ოპტიმიზირებული და ეფექტური დიზაინის მქონე მასალების შემცირებული გამოყენებით” – ამბობს კრეგ ბუჩანანი, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

3D ბეჭდვა მართლაც უზარმაზარ შესაძლებლობებს გვთავაზობს სამშენებლო ინდუსტრიაში, რაც გაცილებით მეტ თავისუფლებას ანიჭებს მასალების ინდივიდუალურ თვისებებსა და ფორმებს. თავის მხრივ, ეს თავისუფლება ინჟინრებისგან განსხვავებულ, ინოვაციურ აზროვნებას მოითხოვს.

ქალაქში მუსიკა გამოჩნდა

ნახეთ: ვეს ანდერსონის ესთეტიკის მქონე Cafe Banacado