in

ნახეთ: მსოფლიოში პირველი 3D პრინტერით შექმნილი პარკურის მოედანი

იგი გადამუშავებული ბეტონისა და სხვა მდგრადი სამშენებლო მასალებისგანაა აშენებული

დღეისათვის სულ უფრო ხშირია 3D დაბეჭდილი არქიტექტურა. სწორედ ამ ინოვაციის ნაწილს წარმოადგენს ჩეხური ორგანიზაცია Buřinka-ს 3D პრინტერით შექმნილი პარკურის მოედანი. იგი გადამუშავებული ბეტონისა და სხვა მდგრადი სამშენებლო მასალებისგანაა აშენებული.

ასევე, Buřinka-მ ქვეყნის პირველი 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი შექმნა და კიდევ ერთი ნიმუში დაამატა სამშენებლო ინოვაციების ჩამონათვალს. ეს არის კერძო სექტორის, საჯარო სექტორისა და კვლევითი საწარმოების ერთობლივი პროექტი. პარკურის სათამაშო მოედანში გამოყენებულია ჩამოსხმული რეზინი, რომელიც ძირითადად კონკრეტული დაბრკოლებებისთვისაა განკუთვნილი. მისი მდგრადი და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მოედანი სპორტსმენებისთვის უსაფრთხო გარემოს წარმოადგენს.

ორგანიზაციის არქიტექტორის დანიელ სამეკის მიერ შექმნილი სათამაშო მოედნის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. სამეკის თქმით, საწყის ეტაპზე პროექტისადმი ინტერესი მისმა ხელმისაწვდომობამაც განაპირობა, რადგან პარკური არ საჭიროებს ძვირადღირებულ აღჭურვილობას და მისით სარგებლობენ როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.

“სათამაშო მოედანი, რომელიც ახლა იქმნება, უნიკალურია იმით, რომ მას მომრგვალებული ფორმა აქვს. ის პარკურს აცოცხლებს” – აღნიშნავს არქიტექტორი.

აღნიშნული ინდუსტრიის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, როგორიცაა მუშახელის ნაკლებობა და სამშენებლო მასალების მომარაგების ზრდა. თუმცა რობოტექნიკას და 3D ბეჭდვას შეუძლია, საჭირო გადაწყვეტილებები უზრუნველყოს.

“საცხოვრებელი მხოლოდ ოთხი კედელი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი დროის გატარება შევძლოთ ბუნებაში, სახლთან ახლოს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ბევრი სათამაშო მოედანია, მაგრამ უფროს ბავშვებს დიდი არჩევანი არ აქვთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ ინოვაციური 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენება” – ამბობს Buřinka-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

ამავე დროს, კომპანიას სურს, გადამუშავებული ბეტონის გამოყენების უპირატესობას გაუსვას ხაზი. ეს კიდევ ერთი ეტაპია ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებაში.

ქეთო ბარაბაძე Berlin School of Creative Leadership-ის პროგრამაზე ისწავლის!

რას იტყვით, თქვენი ძაღლი დრონმა რომ გაასეირნოს?