in

ნახეთ: 3D პრინტერით შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი

3D პრინტერით თითქმის ყველაფრის დაბეჭდვა შეგიძლიათ — იქნება ეს სათამაშოები, აქსესუარები, ავეჯი თუ თუნდაც სპორტული ფეხსაცმელი. ეს უკანასკნელი ნამდვილად არ გეჩვენებათ… ვინც ფეხსაცმელში ვიზუალზე დიდ უპირატესობას მის ფუნქციონალურობას ანიჭებს, 3D ფეხსაცმელები ნამდვილად გამოადგება. ამბობენ, რომ ის იმაზე კომფორტული იქნება, ვიდრე ჩვენ მიერ შეძენილი ძვირადღირებული ფეხსაცმელებია.

3D სპორტული ფეხსაცმელი გერმანელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა სტეფან ჰენრიხმა Sintratec-ისთვის შექმნა. ფეხსაცმელი Sintratec S2 System 3D პრინტერის გამოყენებით დაიბეჭდა. ამ პროცესში SLS (Selective Laser Sintering) წარმოება გამოიყენეს. იგი ლაზერს ნაწილაკების უფრო მყარ 3D სტრუქტურაში შერწყმის საშუალებას აძლევს, TPE ელასტომერის მასალა კი შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა მის დასამზადებლად. იგი ძირითადად რბილი და მოქნილია.

Stratosphere Gallery – ქართველი მხატვრის უნიკალური პროექტი სტტრატოსფეროში

ტაცუია ტანაკას პროექტი ყოველდღიურ ნივთებს უჩვეულო მინიატურებად აქცევს