in

3D პრინტერით შექმნილი შინაური ცხოველების ხელოვნური კიდურები

ალბათ, არაერთხელ გაგჩენიათ თანგრძნობა სამფეხა ან ორფეხა შინაური ცხოველების მიმართ… შეიძლება ერთი მათგანი თქვენც გყავთ.

თუ ეს მართლაც ასეა, თქვენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს!

3D პრინტერისა და ახალი მოდელირების პროგრამის მხარდაჭერით შესაძლებელია, ჩვენს ერთგულ მეგობრებს დანაკლისი შევუვსოთ.

OrthoPets  არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველებისთვის 3D პრინტერით ხელოვნური კიდურების დამზადებას. პირველი, რაც 3D მოდელების შესაქმნელად იყო საჭირო,  სწორი პროგრამული უზრუნველყოფაა. NTop კი პლატფორმაა, რომელიც მომზმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან 3D მოდელები და გამოიყენონ სიმულაციის მეთოდი – თუ როგორ შეიძლება მათი ფუნქციონირება რეალურ სამყაროში.

ცხოველების ჯანმრთელობის ექსპერტების თქმით, ხელოვნური კიდურების მორგებისას, აუცილებელია სპეციალური ვარჯიშები, რაც მათ მიაჩვევს შესაბამის მოძრაობას, წონის სწორად გადანაწილებას.

„გემრიელი აჭარა“ – აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლი

ინტერიერის დიზაინის სასაჩუქრე ბარათი – „იოტა ჯგუფის“ საახალწლო საჩუქარი