ბიოპრინტერებით ადამიანის ცოცხალი ორგანოებისა და ქსოვილების ასლები მზადდება. იქნება ეს ჩვენი კიდურები თუ გულსისხლძარღვთა სისტემა. საბოლოო მიზანი კი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა.
მაგალითად, ჩვენი ხელის შესაქმნელად ბიოპრინტერს 19 წუთი სჭირდება, 3D მოდელირება კი ამ პროცესს მეტად ამარტივებს. აქ არქიტექტურასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ორგანოები ადამიანის რეალური ზომების შესაბამისად უნდა დამზადდეს, რაც ბევრად დიდია იმ მინიატიურულ მოდელებზე, რომლებსაც ახლა ქმნიან. მაგალითად, ჩვენი ფილტვი ხურდის ზომისაც კი შეიძლება იყოს, თუმცა მიუხედავად პატარა ზომისა, ეს მის ფუნქციაზე არ აისახება… ამასთან, ბიოპრინტერით ბეჭდვა სახლის აშენების პროცესს ჰგავს, საფუძველი მყარი უნდა იყოს, რათა მასზე ქსოვილის აგება შევძლოთ. კონკრეტული ფორმების მისაღებად შესაბამისი „ხარაჩოებიც“ კი არის საჭირო.
დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ მომავალში ბიოპრინტერების არსებობას მედიცინაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. მსგავსად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასაც მოვახერხებთ.











