ეს უზარმაზარი მოწყობილობა, სახელად Botscan, 3D სკანერი და პრინტერია ერთდროულად, რომელიც მცირე დროში სრულად აღიქვამს მასში მოთავსებულ ობიექტებსა და ადამიანებს, შემდეგ კი სასურველი ზომის მოდელს ქმნის. თუკი სკანერის წრიულ სივრცეში ჩადგებით, 70 DSLR კამერა 0.01 წამში 30-ჯერ დაასკანერებს თქვენს სხეულს. ამასთან, მოწყობილობას თქვენი ნებისმიერი მოქმედების აღქმა შეუძლია. სკანირების შედეგად, Botscan, თქვენი მონაცემებისგან მოდელის შესაქმნელად, ფოტოგრამმეტრიის პროცესს იყენებს. მთლიანი ობიექტის აღქმა სხვადასხვა კამერით დაფიქსირებული ფრაგმენტების გაერთიანებით ხდება. მოდელის Botscan-ის საშუალებით დამზადება $145,000 დაგიჯდებათ.