in

3D სინთეზატორი ციფრული ხმის ტალღების კონტროლში დაგეხმარებათ

მოწყობილობა სამრეწველო დიზაინერს, იტაი შირ მოსკოვიცს ეკუთვნის

FUSE მუსიკალური ინსტრუმენტის ციფრული ინტერფეისია, 3D MIDI კონტროლერი – ის საშუალებას გაძლევთ, ციფრული სინთეზატორის ხმის ტალღა დაარეგულიროთ და მისი მანიპულაცია ახალი, ინტუიციური მიდგომით შეძლოთ.

სამრეწველო დიზაინერი, იტაი შირ მოსკოვიცის მიერ შექმნილი კონცეპტუალური “Slip Ring”-ის მექანიზმის მეშვეობით მავთულები მბრუნავი ცილინდრის გავლით გაუჩერებლად მოძრაობს. გიტარის მუდმივი პრაქტიკის საფუძველზე, იტაიმ გააცნობიერა, რომ ფიზიკური ინსტრუმენტის დაკვრასა და ელექტრონულ მუსიკას შორის გარკვეული ბუნდოვანი უფსკრული არსებობს.

დღეისათვის ელექტრონული მუსიკის უმეტესობა კომპიუტერის მიერაა შექმნილი – ეს არის ორგანზომილებიანი სამყარო კომპიუტერის კლავიატურითა და მაუსით. ციფრული აუდიო სამუშაო სადგურები (DAW) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხმოვანი და მუსიკალური ელემენტები ჰიპერრეალისტურად გაითავისონ.

“დიჯეის ყურება მძლავრ რიტუალს ჰგავს. მარტოხელა კაცი, რომელიც მოცეკვავე ბრბოს მაღლა დგას. ხალხი კი მას ტაშს უკრავს, როგორც რაიმე სახის სულიერ ლიდერს” – აღნიშნავს მოსკოვიცი. სწორედ ეს რიტუალური ფენომენია ჩაშენებული FUSE დიზაინში, რადგან მოწყობილობა დრამის სადგამს მოიცავს. ეს მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად სინთეზატორის 3 პარამეტრი გააკონტროლონ.

ამასთან, განვითარების პროცესში დიზაინერმა უნიკალური მექანიზმები გამოიგონა, რომლებიც ინსტრუმენტის კომპონენტებს შორის ჰარმონიას ქმნის. თავის მხრივ, ეს მუსიკოსებს მარტივი განლაგებიდან მზა, დასრულებულ მუსიკალურ ინსტრუმენტამდე კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს.

ფიზიკური განვითარების პროცესი ძირითადად 3D ბეჭდვით მოდელებს და ღია კოდის ელექტრონიკის პლატფორმა Arduiono-ს მოიცავს, რომელიც ძალიან ძალიან მარტივ აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული.

“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი მოძრაობებისა და ჟესტების შესწავლა, რომლებიც უფრო ღრმად გამოხატავს წარმოქმნილ ხმასა და მუსიკოსის ქმედებებს შორის არსებულ კავშირს. ასეა გიტარაზე დაკვრის დროსაც – მე არ ვაჭერ აკორდებს, არამედ უნიკალური ხასიათის მქონე გამაოგნებელ მოძრაობებს ვასრულებ. მჯერა, მუსიკალურ ინსტრუმენტსა და მუსიკოსს შორის კავშირი  ხორცშესხმული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია” – ამბობს დიზაინერი.

„აჭარაბეთ არენაზე“, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს

შენ რა გჭირდება, შენი მიზნების მისაღწევად?