in

3D ტექნოლოგიით შექმნილი საკვები წარმოებაში ეშვება

ავსტრიული კვების ტექნოლოგიების სტარტაპი Revo Foods მსოფლიოში პირველ 3D ტექნოლოგიით შექმნილ ვეგანურ ორაგულის ფილეს უშვებს — ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი საკვები სუპერმარკეტებში გაიყიდება.

M2
M2

გადაჭარბებული თევზაობის მწვავე პრობლემის გამო, რამაც ოკეანის ეკოსისტემის განადგურების სერიოზული რისკები წარმოქმნა, ტრადიციული ზღვის პროდუქტების მდგრადი ალტერნატივები ნამდვილად მოთხოვნადია. ამიტომაც, კომპანიამ გადაწყვიტა, ე. წ. ექსტრუზიის ტენოლოგია გამოეყენებინა, რომელიც შეუფერხებლად აერთიანებს ცხიმებს ბოჭკოვანი ცილის მატრიცაში. შედეგად, ზღვის პროდუქტების ახალი თაობის ალტერნატივები ზუსტად იმეორებს რეალურის ვიზუალს, გემოს თუ შემცველობას.

თავისივე პატენტის, 3D-MassFormer ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპანიამ მასობრივი წარმოების დაწყება შეძლო — შესაბამისად, აღნიშნული საკვები არა თუ შეზღუდული რაოდენობით იქნება, არამედ შეიძლება, ნამდვილი თევზის წარმოებასაც გადააჭარბოს.

ამასთანავე, საგულისხმოა, რომ პროდუქტი სრულიად ჯანსაღია და გაჟღენთილია როგორც A ცილის შემცველობით, ისე ომეგა-3-ით. „ინდუსტრიული მასშტაბის 3D საკვების ბეჭდვის ეტაპთან ერთად, კვების შემოქმედებით რევოლუციაში შევდივართ — ეპოქაში, სადაც საკვები ზუსტად მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად მზადდება. „ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ვეგანურ ალტერნატივას; ჩვენ თავად ვქმნით კვების მომავალს“, — განმარტა რობინ სიმსამ, Revo Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Yes, I Can — რეკლამა, რომელიც თავდაჯერების ძალას გვახსენებს

როგორ ვიზრუნოთ ახალი თანამშრომლის მენტალურ ჯანმრთელობაზე?