in

მეტროთი ბარათის გარეშე გადასაადგილებლად სახის ამომცნობი 3D ტექნოლოგია შეიქმნა!

veon
veon

Bristol Robotics Lab-მა სახის 3D ამომცნობი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც ყოველგვარი პლასტიკური ბარათის გარეშე მოგცემთ შესაძლებლობას, იმოძრაოთ მეტროში. იდენტიფიცირებისთვის გაჩერებაც კი არ არის საჭირო, რადგან ამომცნობი სისტემა, მოძრაობის პროცესშიც ახერხებს სახის ზუსტი რელიეფის აღქმას. გამომგონებლების თქმით, სისტემა ზედმიწევნით ზუსტია და გამორიცხულია პიროვნების იდენტობის გაყალბება. Bristol Robotics Lab-ი მუშაობს კომპანია Cubic-თან ერთად, რომელმაც ლონდონის მეტროს საბარათე სისტემის გამართულობა უზრუნველყო. კომპანია, მომდევნო წლისთვის, 3D ტექნოლოგიის საიმედოობის გაზრდას გეგმავს და აცხადებს, რომ 2-3 წელიწადში მოსალოდნელია მსგავსი აპლიკაციების მიმართ ინტერესის მკვეთრი ზრდა.

 

ბავშვობის ჰობი, რომელიც ძირითად საქმიანობად იქცა – Ayana Accessories შექმნის ისტორია

პირველად საქართველოში ! ნიუ ბალანსის მაღაზია ამერიკულ დღესასწაულ ჰელოუინს მასპინძლობს!