in

13 და 14 მაისს ვირტუალური ფორუმი 3D Avatar IT Forum & Fair 3DSOFTPROMotion გაიმართება

კომპანია Softprom, 13 და 14 მაისს, ვირტუალურ ფორუმს 3D Avatar IT Forum & Fair 3DSOFTPROMotion ატარებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროსთვის, ეს ღონისძიება, უპრეცედენტოა.

bog
bog-mob

3DSOFTPROMotion – ვირტუალური სამყაროა, სადაც 70- ზე მეტი 3D სტენდი დაგხვდებათ, უზარმაზარ ვირტუალურ აუდიტორიაში კი  Keynote სპიკერების გამოსვლის ტრანსლაცია გაიმართება.  იქნება 5 სხვადასხვა აუდიტორია სპიკერების პირდაპირი ჩართვებით – 12 ქვეყნიდან და  5 ძირითადი მიმართულება:   #ITSecurity, #ITInfrastructure, #VideoSecurity, #Cloud, #CAD.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Softprom/videos/vb.180847148594358/3417384508273923/?type=2&theater” width=”720″ height=”480″ onlyvideo=”1″]
 

ფორუმში მონაწილე ყველა ვენდორს საკუთრი სტენდი ექნება, შესაბამისად, შეძლებთ დაუკავშირდეთ თითოეულ წარმომადგენელს, გაესაუბროთ ხმოვანი ფუნქციით ან ჩატის გამოყენებით.

„3DSOFTPROMotion- ში შესაძლებელია, თქვენს კოლეგასთან ერთად და გამართოთ შეხვედრა ვენდორის წარმომადგენელთან, 3D განზომილებაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ვირტუალურ სამყაროში დაგახვედრებთ: ვიდეო ბროშურებს, პრეზენტაციებსა და საკონტაქტო ინფორმაციას. თუმცა, მთავარი მაინც პირადი ურთიერთობებია, რომელიც ასე ძალიან გვაკლია დღევანდელ ცხოვრებაში“, – ამბობენ ორგანიზატორები.

ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ სასურველი ავატარი, დაარქვათ თქვენი სახელი და ამის შემდეგ, მოხვდებით 3DSOFTPROMotion-ზე.

„აქ, ვიდეო თამაშის მსგავსად სხვა მრავალი ავატარი დაგხვდებათ, რომლებიც ივლიან, იმოძრავებენ, გაეცნობიან სხვადასხვა ადამიანებს და გაესაუბრებიან მათ. ასევე მიიღებენ მონაწილეობას Live Stream დისკუსიებში. თითოეული მათგანი ნამდვილი, უნიკალური მონაწილეა. სხვა ავატარის სურათზე დაჭერისას თქვენ მის სახელს და ფოტოს ნახავთ, გაცვლით სავიზიტო ბარათებს, გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაურეკოთ და დაელაპარაკოთ“.

ფორუმში 70-მდე მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს IT უსაფრთხოების, IT ინფრასტრუქტურის, ვიდეო უსაფრთხოების, ღრუბლოვანი გადაწყვეტების და CAD სისტემების მიმართულებით. იქნებიან როგორც ვენდორების, ისე კომპანია  Softprom-ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენთან ერთად გაატარებენ 2 დღეს ამ ვირტუალურ სამყაროში.

ღონისძიების სპიკერები 12 ქვეყნიდან არიან, მათ შორის ქართველებიც. ერთ-ერთი გოგა ბეროშვილია, ICT ექსპერტი 20 წლიანი გამოცდილებით. მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა სხვადასხვა წამყვან ქართულ IT კომპანიაში, ბოლო გამოცდილებიდან კი Silknet- ის IT ტრანსფორმაციის პროგრამის მთავარ IT არქიტექტორად იყო ჩართული. Softprom-ის წარმომადგენლებისთვის საქართველოში, მნიშვნელოვანია, როცა ასეთი გამოცდილების მქონე სპიკერი გამოდის ღონისძიებაზე.

გოგა ბეროშვილი

“დღეს ძალიან ბევრი ორგანიზაციისათვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა ძირითადი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია – გაციფრულება (Digitalization), როგორც ბიზნეს – უწყვეტობის შენარჩუნების ხშირად ერთადერთი გზა. გაციფრულების პროცესი, ღრუბლოვან გამოთვლით მოდელზე თანამიმდევრული ადაპტაციის პირობებში მიმდინარეობს. ეს ტექნოლოგიები და მიდგომები, მრავალ შესაძლებლობასთან ერთად, არანაკლებ გამოწვევას ქმნის, რასაც პასუხის გაცემა სჭირდება. ესეც რომ არ იყოს, 2 დღით კარანტინიდან „გაღწევა“ და ახალ ხალხთან ურთიერთობა სახალისოა”.

 

 

 

ფორუმზე დასწრება უფასოა, მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.

 

[R]

Rolling Stones-მა თვითიზოლაციისას შექმნილი ტრეკი “Living in a Ghost Town” გამოაქვეყნა

ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების პირველი online გამოფენა გაიმართება