in

ჩემი 3 ფავორიტი რეკლამა – ეკატერინე ებანოიძე

ამ კვირაში „ჩემი 3 ფავორიტი რეკლამის” სტუმარია ადამიანი, რომლის სამუშაო პორტფოლიოშიც არაერთი სარეკლამო რგოლი ირიცხება. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც თვითონ ქმნიან კონტენტს, საიდან და როგორ იღებენ ინსპირაციას ამ კონტენტის შესაქმნელად, ამიტომ დღეს სამი რჩეული რეკლამის გამოყოფა „თოლია” ეკატერინე ებანოიძეს ვთხოვეთ.

საყვარელი სარეკლამო რგოლები სამუშაო პროცესში ჩემთვის ყოველთვის სტიმულია, სულ გაქვს ინსპირაციის წყარო.

ჩემი საყვარელი სამეული ასე გამოიყურება:

Publicis Italy -ის დიზელის რგოლი.

ბრენდი ყოველთვის გამოირჩევა მეამბოხე ხასიათის დემონსტრირებით.
ამ რგოლში განსაკუთრებულად ჰარმონიულია: მუსიკა, ვიზუალი და ხასიათი.

სუპერბოულის რგოლების ნახვას მთელი ინდუსტრია სულმოუთქმელად ველოდებით. მეორე ჩემი საყვარელი რგოლი 2018 წლის სუპერბოულის ტაიდის რგოლია.

ვიდეო „როგორ დავამსხვრიოთ კლიშეების” საუკეთესო მაგალითია.

მომდევნო რგოლი არის Mumbai Mirror-ის I AM MUMBAI.

ვისაც ნანახი აქვს რგოლი, დამეთანხმება, რომ რთულია, გულგრილად უყურო ნამდვილ ემოციებს. ვიდეოს აქვს საოცარი სთორითელინგი. შთამბეჭდავია მთლიანობაში რგოლის ყველა კომპონენტი: მესიჯი და ვიზუალური მიმართულება”.

ეკატერინე ებანოიძე – Leavingstone-ის ექაუნთ დირექტორი.

Mazi-ს ციფრული დღიური თქვენს აზრებს ჩაიწერს

პირველი ელექტრომობილები და მათი ისტორია