Adidas-მა ზეტ თაობას ვიდეორგოლი მიუძღვნა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი Ozweego კოლექციის რეკლამას მოიცავს. ვიდეო, სახელწოდებით “სამი ნაბიჯი” სკანდინავიაში მცხოვრებ ზეტ თაობაზე გვიამბობს, რომელსაც ზოგჯერ კონფორმისტ საზოგადოებად მოიაზრებენ. თუმცა, ვიდეორგოლი საპირისპიროს ამტკიცებს. ესაა ამბავი საკუთარი თავის დაკარგვისა და პოვნის შესახებ, რაც სოციალური ცვლილებებისა და ინოვაციებისკენ გვიხსნის გზას. საბოლოო ჯამში კი, ეს მეტამორფოზა უფრო ძლიერი სოციუმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. “სამი ნაბიჯი” სკანდინავიის სრულიად განსხვავებულ ადგილებში გადაიღეს – ნორვეგიის გაუსტატოპენის მთებში, დანიის სკაგენის ქვიშიან დიუნებში და ოსლოს შემოგარენის მწვანე მდელოებზე. მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარი გმირი ნორვეგიელი მსახიობი რუბი დანგალია. რეჟისორი ლეონარდ ვან ვურენია, მუსიკა კი ნორვეგიელმა მუსიკოსმა Niilas შექმნა.