Sony-მ გასულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4.5 მილიონი PlayStation 5-ის კონსოლი გაყიდა, რამაც ავტომატურად შეამცირა PlayStation 4-ისადმი მოთხოვნა – წინა წელთან შედარებით, ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში მისი გაყიდვა 77%-ით ნაკლები იყო.
მთლიანობაში, Sony-ის გეიმინგის ბიზნესის ისტორიაში ეს ყველაზე წარმატებული წელი იყო. მისი შემოსავალი 40%-ით გაიზარდა და $8.4 მილიარდი შეადგინა, რაშიც უმეტესი წვლილი სწორედ PlayStation 5-ის გაყიდვებს მიუძღვის.
მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, კომპანია აღნიშნავს, რომ მოწყობილობის ღირებულებას ბევრად აღემატება მისი დამზადების ხარჯები. ამიტომაც მისი გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ნაწილობრივ დამზადებისა და გაყიდვაში ჩაშვების ხარჯებს მოხმარდა.