უკვე იმდენი AI ხელსაწყო გამოჩნდა, რომ რთულია, მათგან საუკეთესო ამოარჩიო. ამიტომაც უფასო და მარტივად ასათვისებელ 4 AI ხელსაწყოს შემოგთავაზებთ, რომლებიც კონკრეტული და რეალური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ:
1. Lovart: შექმენით ბრენდის სახელმძღვანელო ან მარკეტინგული კამპანია AI დიზაინაგენტის დახმარებით
პოსტერების, სოციალური მედიისთვის პოსტების, ბრენდინგის სახელმძღვანელოებისა და შეფუთვის შექმნის შესაძლებლობასაც კი გთავაზობთ. სხვა სურათების გენერირების ხელსაწყოებისგან განსხვავებით, ერთი მარტივი მოთხოვნის საფუძველზე ათობით სურათი შეგიძლიათ, დააგენერიროთ, ხოლო შემდგომ დაარედაქტიროთ იგი.
თავდაპირველად ინსტუმენტის ცდა უფასოდ შეგიძლიათ, თუმცა თუ ლიმიტს გადააჭარბებთ, 15-26 დოლარამდე გადახდა მოგიწევთ.
2. Little Language Lessons: დახვეწეთ ფრანგული, ესპანური და სხვა ენები
Duolingo-ს, Babbel-ისა და ენის სწავლის გამოწერაზე დაფუძნებული სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, სრულიად უფასოა. მიკრო სწავლებისთვისაა და 3 არჩევანს გთავაზობთ:
- Tiny Lessons — გრძელი ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი უნდა აირჩიოთ, მაგალითად, შეხვედრის ორგანიზება ან კონცერტზე წასვლა, შემდგომ კი შეგეძლებათ შესაბამისი კონტექსტის სიტყვები და ფრაზები ისწავლოთ.
- Slang Hang — პოპულარულ საუბრებს გაცნობთ ადგილობრივი ადამიანების დიალოგებით. მოსმენისას კი თარგმანს გაწვდით.
- Word Cam — გადაიღეთ სურათი, რათა კონკრეტული ნივთზე არსებული წარწერების თარგმანი ან მასთან დაკავშირებული ფრაზები ნახოთ.
3. Gemini Scheduled Actions: დააყენეთ მარტივი AI ავტომატიზაცია
დაგეგმილი ქმედებები ახალ ფორმატს წარმოადგენს, რა დროსაც AI ასისტენტები პერსონალიზებულ განახლებებს გზავნიან. თქვენ ქმნით დავალებას და ირჩევთ მის სიხშირეს. ეს კი ChatGPT Tasks-ის, Perplexity Tasks-ისა და Gemini-ის Scheduled Actions-ის დახმარებით შეგიძლიათ, გააკეთოთ. ხოლო, როცა დავალებას დაასრულებს, ელ.ფოსტით, ჩვეულებრივი შეტყობინებით ან აპლიკაციაშივე გაგაგებინებთ.
მაგალითისთვის, შეგიძლიათ, კონკრეტული თემა შეაჯამებინოთ და ამ დროს ბმულებიც მოსთხოვოთ, იმ საკითხებზე ხაზგასმაც, რომლებიც ძალიან გაინტერესებთ. შეგიძლიათ, სთხოვოთ, ამინდის შესაბამისად შემოგთავაზოთ, რა ჩაიცვათ თქვენ მიერ შეთავაზებული გარდერობის საფუძველზე. შეუძლია, შემოქმედებითი აქტივობებიც შემოგთავაზოთ, იქნება ეს წერა, ხატვა, დღიურების წარმოება თუ სხვა რამ.
4. MyLens: შექმენით ინფოგრაფიკა ბმულიდან, YouTube ვიდეოდან ან ტექსტიდან
ინფოგრაფიკების შექმნას ბევრი დრო სჭირდება და არც მარტივი ამბავია, თუმცა ახლა ამ საქმეში MyLens შეგიძლიათ, დაიხმაროთ. როგორ მუშაობს? დააკოპირეთ ტექსტი ან ატვირთეთ PDF / სურათი / CSV / Excel-ის ფაილი. შემდგომ კი შეგიძლიათ, კალენდრების, დიაგრამებისა თუ ცხრილების გენერირება მოსთხოვოთ. ან თუნდაც მონაცემები აუტვირთოთ და სვეტოვანი დიაგრამების გენერირება დაავალოთ:
დღეში 3 ინფოგრაფიკის შექმნას უფასოდ შეძლებთ. რაც შეეხება გამოწერას, თვეში 9 დოლარად 300 ინფოგრაფიკის შექმნას გთავაზობთ, რომელთა დარედაქტირებაც შესაძლებელი იქნება.











