in

4 დეკადის ისტორია პეპსისთან ერთად

გლობალური ბრენდები ქმნიან ტრენდებს და თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიებით გავლენას ახდენენ მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილებებზე. რა ხდება როცა ეს საერთაშორისო, საყოველთაოდ ცნობილი ბრენდი ისეთ პატარა ქვეყანაში შემოდის როგორიც საქართველოა?

მომხმარებელთან ერთ ენაზე საუბარით, საერთო ღირებულებების გაზიარებით, მათი საჭიროებების გაგებითა და მათ აღფრთოვანებაზე ზრუნვით – ასე ქმნიან “lovemarks” გლობალური ბრენდები. მომხმარებლი კი თავის მხრივ გრძნობს რომ ამ უზარმაზარი ბრენდისთვის ის და მისი კულტურა განსაკუთრებულია. ეს პროცესი ორმხრივ ნდობასა და ურთიერთგაგებას ეფუძნება, რაც საბოლოოდ მეტად მჭიდრო კავშირს ქმნის ბრენდსა და მომხმარებელს შორის.


“lovemarks” თეორია სააჩიში დაიბადა – იგი ისეთი ბრენდების შექმნასა და განვითარებას უჭერს მხარს, რომლებიც ხალხს უყვარს და პატივს სცემენ. მსგავსი ბრენდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელთან ემოციური კავშირის შენარჩუნება და საერთო ღირებულებებზე დგომაა. პეპსიც სწორედ ასეთი ბრენდია და საქართველოში 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამაღელვებელი კამპანია შემოგვთავაზეს.

გაგვიზიარეთ პროექტზე მუშაობის პროცესი

ნინი სარალიძე, სინიორ ექაუნთ მენეჯერი

პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო და გამოწვევებით სავსე. ფაქტიურად, ჩვენც ამ კამპანიის განმავლობაში თავიდან გავიარეთ ეს 40 წელი და ავივსეთ მუდმივი განვითარების სულისკვეთებით. ჩვენი ვიდეორგოლი ერთგვარი მოპატიჟება იყო საერთო დღესასწაულში, პეპსისა და ქართველი ხალხის თანაცხოვრებისა და თანადგომის.  ვიდეორგოლი კამპანიის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა მასზე დაყრდნობით კამპანია გაიშალა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებშიც. შედეგებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: კამპანიის შინაარსის ადგილობრივ ბაზარზე მორგება ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური ბრენდებისთვის. მსგავსი შინაარსის კონტენტი ყოველთვის უფრო გასაგები, მარტივი და ახლობელია მომხმარებლისთვის.

 რა მნიშვნელოვან დეტალებს გამოჰყოფდით?

ნატა მიქელაძე, სინიორ ექაუნთ მენეჯერი

მომხმარებელს არ ახსოვდა რომ პეპსის პირველი ქარხანა 40 წლის წინ სოხუმში გაიხსნა და უკვე ამდენი წელია თანააარსებობს ქართულ რეალობაში. ამ დრომ ბრენდი დაახლოვა ქართველ ხალხს, მათ ისტორიას და ეს კამპანიაც სწორედ ამის გამოძახილია.  გადაღების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი თითოეული დეკადის შესაბამისი კამერით, მათ შორის სმარტფონით გადაღება იყო. ამ ტექნიკამ ვიდეორგოლი კიდევ უფრო ბუნებრივი და ავთენტური გახადა.

ჩვენ არ გვინდოდა უბრალოდ ბრენდის წარმოჩენა, ჩვენ გვინდოდა პეპსის თვალით დანახული ეს 40 წლიანი ისტორია გვეჩვენებინა და გვეთქვა რომ ჩვენც აქ ვართ, თქვენთან ერთად ვართ. ეს კამპანია დაეხმარა მომხმარებელს დაენახათ რომ პეპსი ისტორიის ნაწილია და ამ პროცესს, აწმყოს მათთან ერთად აგრძელებს.

 როგორ შეაფასებდით კამპანიის შედეგებს და რამდენად გაამართლა თქვენი, როგორც დამკვეთის მოლოდინები?

დათი იაშვილი, პეპსიკო- კავკასიის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

დღესდღეობით ბრენდები ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტენტის შემქმნელები არიან მსოფლიოში, მაგრამ მომხმარებლის ემოციებისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ეს ინვესტიცია არაეფექტურია. ეს წნეხი მულტინაციონალური ბრენდებისთვის როგორიცაა პეპსი, უფრო მაღალია, რადგან მათ არაერთ ბაზარზე რელევანტური კონტენტი უნდა შექმნან.

პეპსი არის იმ თაობების არჩევანი (The Choice of a New Generation), რომლებიც წარმოადგენენ ალტერნატიულ კულტურას, რომლებმაც დაამარცხეს მეინსტრიმული, სტერეოტიპული აზროვნება და შეძლეს თავისი ბაბლის გახეთქვა.  ამ იდეის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი  კამპანია „Generations”, რომელიც გლობალურად 2 წლის წინ ჩაეშვა და იყო მრავალი ამერიკელი თაობის მნახველი ბრენდის  ისტორიაზე. სწორედ ეს კამპანია გახდა ჩვენი შთაგონების წყარო. სოხუმში პირველი ქარხნიდან, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა, დღემდე  პეპსი ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ჩვენ გვერდით იყო და წარმოადგენდა თავისუფალი, მეამბოხე, თვითმყოფადი და მებრძოლი თაობის არჩევანს.  სწორედ ეს ემოციები გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენს კამპანიაში და ამ იდეით ინსპირირებულები მივედით სააჩისთან.

რამდენიმე წელია სააჩისთან  ვთანამშრომლობთ და ამ დროის განმავლობაში ერთად  მრავალი დიდი თუ პატარა გამოწვევა და კიდევ უფრო ბევრი წარმატება გამოვიარეთ. 40 წლის კამპანიამ ჩვენი პარტნიორობა  ბრენდებს შორის მეგობრობად აქცია, დაგვანახა ერთმანეთის ძლიერი მხარეები და ის  რომ პეპსის და სააჩის თანამშრომლობას შეუძლია საქართველოში გლობალური ხარისხისა და კრეატივის კამპანიების შექმნა.

მაგრამ

აქ ვერ გავჩერდებით , წინ კიდევ ბევრი რამ გველის!

#მრავალსდაესწარი

 

[პარტნიორის კონტენტი]

რა უნდა ვიცოდეთ მცირე და მაღალი კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე?!

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!