in

4 ფუნქცია Windows 11-ზე, რომლებიც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ

ბოლო დროს მაიკროსოფტმა Windows 11-ზე მრავალი სიახლე შემოგვთავაზა, ეს კი ხშირად იმ ტემპით მიდის, რომ რთულია დაეწიოთ… ამიტომ, ახლა ჩვენ საქმეს გაგიმარტივებთ და მათგან იმ 4-ს გაგიზიარებთ, რომლებიც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ:

1. აპლიკაციების გახსნა თქვენი ხმით

Windows 11-ს ახალი, შესანიშნავი ხმის კონტროლის ფუნქციები აქვს, მაგრამ ჯერ უნდა გაააქტიუროთ — Start > Settings > Accessibility > Speech > Voice Access.

დააკლიკეთ ON ღილაკს, რათა იგი ავტომატურად გააქტიურდეს ხოლმე. ეკრანის ზემოთ წვრილ ჩანართს შეამჩნევთ, სადაც მიკროფონის ნიშანს უნდა დააკლიკოთ ან უთხრათ: Unmute. მას ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთებინოთ, რომელთა შორისაც ყველაზე გამოსადეგი აპლიკაციების გახსნა და მონაცემების შენახვა უნდა იყოს. ხოლო, თუ ფუნქცია აღარ დაგჭირდებათ, Mute-საც შეგიძლიათ მიმართოთ. 

2. სქრინშოთები

ჩაშენებული Snipping Tool სქრინშოთებისა და ჩანაწერების გაკეთების პროცესს მეტად გაგიმარტივებთ. მასზე წვდომისთვის კი დააკლიკეთ — Windows Key + Shift + S. ეკრანის ზედა ნაწილში პატარა ჩანართი გამოჩნდება, რომელიც სქრინშოთის გადაღებას 4 გზით გთავაზობთ:

3. დაეხმარეთ ან თავადვე მიიღეთ დახმარება დისტანციურად

თუ თავად მუშაობთ IT-ის მიმართულებით ან ხართ ის, ვისაც ვინდოუსზე დახმარება სჭირდება, ამისთვის მარტივ გზას შემოგთავაზებთ. დააკლიკეთ Start > All Apps > Quick Assist, შემდეგ კი აირჩიეთ თავად მიიღებთ დახმარებას თუ სხვას დაეხმარებით. აქ ერთჯერად უსაფრთხოების კოდს მიიღებთ, რომელიც 10 წუთის მანძილზეა მოქმედი. ეს კოდი თქვენს ადრესატს უნდა გაუზიაროთ, რომელიც მას Get Help სექციაში შეიყვანს. სწორედ ასე დაუკავშირდებით მის კომპიუტერს და შეძლებთ, მართოთ მსოფლიოს მეორე მხრიდანაც კი.


4. Live ტრანსკრიპტი

Live Captions-ის ფუნქცია ძალიან გამოგადგებათ შეხვედრების, ვებინარების, პრეზენტაციების ან ნებისმიერი აუდიო კონტენტის ნახვის დროს, მაშინ, როცა მათი დამახსოვრება თქვენი ამოცანაა. მას შეუძლია, თქვენს კომპიუტერში არსებული ნებისმიერი აუდიო ტექსტად გარდაქმნას, ამისთვის კი შემდგომი ნაბიჯები უნდა გაიაროთ — Start > Settings > Accessibility > Captions.

თუმცა ამ ფუნქციის ნაკლი ის არის, რომ ტრანსკრიპტების ვერც შენახვას და ვერც დაკოპირებას შეძლებთ, ასე რომ, როგორც კი შეხვედრა დასრულდება, მნიშვნელოვანი ნაწილების ამოღება მოგიწევთ, რაც პროცესში ჩანაწერების კეთებას ნამდვილად სჯობს. 

„იქომერს ასოციაცია – საქართველო” ბიზნესებს საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს

„მინდა, ჩემს დაკრძალვაზე ჩემი ყოფილიც მოვიდეს“