in

4 გზა უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად

ჩვენი კარიერა უამრავი გადაწყვეტილებისგან შედგება, შესაბამისად, წარმატებულ ადამიანებს ერთი რამ აქვთ საერთო — კარგად იციან, როგორ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ამის შემდეგ, არც ფიქრობენ იმაზე, სწორია თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, თანმხლებ შედეგებს უმკლავდებიან და სვლას განაგრძობენ. მართალია, ცუდ გადაწყვეტილებებს ყოველთვის თავს ვერ არიდებენ, მაგრამ ესეც პროგრესისა და ზრდის ნაწილია. 

და როგორ შეგვიძლია უკეთესი გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღება? აქ 4 გზას გაგაცნობთ:

გაიაზრეთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა

ჯერ გაიგეთ, რას გრძნობთ, თუმცა მარტივი არ გეგონოთ, გარკვეული პრაქტიკა სჭირდება შფოთვასა და შინაგან გრძნობებს შორის განსხვავების პოვნას. ამგვარად, შინაგანი გრძნობების ნიშნების ამოცნობა მნიშვნელოვანია. საკუთარ თავს ჰკითხეთ, თუ შეუძლია გაიხსენოს, როდის წავიდა შინაგანი გრძნობების წინააღმდეგ და რა გამოვიდა ასე კარგად? ალბათ, იტყვით, რომ არც არაფერი… ამას მეცნიერული ახსნაც მოეძებნება, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი შინაგანი შეგრძნებები ეფექტური და სწრაფი გზაა კარგი გადაწყვეტილებების მისაღებად. 

როგორც Aligned: Connecting Your True Self with the Leader You’re Meant to Be-ის ავტორი ამბობს, “მეცნიერულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ მარტივი არჩევანისთვის ცნობიერი განხილვის პროცესი უკეთეს შედეგებს გვაწვდის, ხოლო კომპლექსური გადაწყვეტილებების შემთხვევაში საუკეთესო შედეგებს ქვეცნობიერი განხილვებით ვიღებთ”.

იზრუნეთ გონივრულად

თქვენი ტვინი ლოგიკური ფიქრისკენ მიმართეთ გადაწყვეტილების პოტენციურ შედეგებზე ფიქრის მეშვეობით და გააკეთეთ ის, რაც მოგეთხოვებათ. გახსოვდეთ, რომ ყველა შესაძლო შედეგს ვერასდროს გააანალიზებთ, რადგან არასდროს გექნებათ საკმარისი მონაცემი იმისათვის, რომ ყველაფერი 100%-იანი სიზუსტით განსაზღვროთ. ამგვარად, არცერთი გადაწყვეტილებაა იდეალური. თუ რაღაც გაჭედილად გრძნობთ თავს, გადაწყვეტილების არმიღების პოტენციურ გავლენაზე დაფიქრდით. მართალია, კომფორტის ზონაში დასარჩენად ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ, როცა დაკარგული შესაძლებლობების ღირებულებას ვიაზრებთ, ეს წინსვლაში გვეხმარება.

თვალი ადევნეთ თქვენს შედეგებს და ადაპტირდით

მიღებული გადაწყვეტილებების თანხმლებ შედეგებს მუდმივად უნდა დააკვირდეთ. თუ ეს წინასწარ განსაზღვრულ დროშიც ეტევა, შესანიშნავია. ხოლო თუ ისე არ მიდის რაღაცები, როგორც მოელოდით, გაიგეთ, რატომ ხდება ასე და რა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს მიდგომაში. სამწუხაროდ, ბევრი ლიდერი ტოვებს ამ ეტაპს, ძირითადად საკუთარი ეგოს გამო, რომელსაც შეცდომის აღიარება არ სურს. თუმცა თუ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება გინდათ, შედეგებს უნდა დააკვირდეთ და ცვლილებებსაც მიმართოთ, როცა საჭირო იქნება. 

დააკვირდით, რა ისწავლეთ

დაბოლოს, უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, დააკვირდით, რა ისწავლეთ თქვენ მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილებისგან. თუ რაღაცები ისე არ წავიდა, როგორც მოელოდით, დააკვირდით, რა შეგეშალათ. უსმენთ შინაგან გრძნობებს? გადაწყვეტილების მიღებაზე უარს ამბობთ შიშის გამო? არაფერს აკეთებთ გადაწყვეტილების შესასწორებლად? ყველაფერი ისე მიდის, როგორც გეგმავდით? არ აქვს მნიშვნელობა პასუხს, მთავარია, გაიგოთ, რა ისწავლეთ თქვენი გადაწყვეტილებებისგან. 

 

#AItool – როგორ გაგიუმჯობესებთ Taskade-ის ხელოვნური ინტელექტი გუნდთან მუშაობას?

იდეალური კომბინაცია – როგორ თანამშრომლობენ UI/UX დიზაინერი და UX მწერალი