in

4 გზა კარიერაში მიმდინარე ცვლილებებთან გასამკლავებლად

პანდემიამ სამსახურებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია… Microsoft-მა და Amazon-მა უკვე 18 000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს და ალბათ, სამართლიანი იქნება, ვიკითხოთ, რა იქნება შემდეგი? ფაქტია, ადამიანებს ცვლილებებთან შეგუება ან მათთან გამკლავება უჭირთ. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ისეთი აზროვნების ჩამოყალიბება, რომელიც კარიერაში საპასუხო დარტყმის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ქვემოთ მოცემული 4 გზით ცვლად სამსახურებრივ გარემოებებთან შეგუებასა და საუკეთესო ადგილის დაკავებასაც კი შეძლებთ:

იფიქრეთ დამოუკიდებლად

როცა ორგანიზაციისთვის სრულ განაკვეთზე მუშაობთ, საჭიროა, „სოლოპრენერი“ იყოთ, ანუ არ მიაკუთვნოთ თქვენი პროფესიული იდენტობა კომპანიას ან ტიტულს. საკუთარ თავს სტრატეგიული პარტნიორივით შეხედეთ, რომელსაც წვლილი შეაქვს კომპანიასა და მის მისიაში. ამ გზით ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და არსებული პოზიციის მიღმა რაღაცების სწავლასაც შეძლებთ. სოლოპრენერებს გარე ფაქტორებზე უჭირავთ თვალი, იქნება ეს კატეგორიის ტრენდები, ახალი საფრთხეები თუ პოტენციური პარტნიორები, რომლებიც ზრდაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდით მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დაბალანსებასაც მოახერხებთ. 

მეტიც, აქ ინოვაციური აზროვნების განვითარებისთვის უნდა იზრუნოთ. კომპანიისთვისაც რომ მუშაობდეთ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რა დაუკმაყოფილებელი საჭიროებები არსებობს, რა ინოვაციებს უნდა მიმართოთ ან რომელი შესაძლებლობის გამოყენებაა აუცილებელი. ეცადეთ, ყოველდღიური პასუხისმგებლობებით „დიდი სურათი“ არ დაკარგოთ. 

ცვლილებები უწყვეტი სწავლის შესაძლებლობად ჩათვალეთ

სამსახურში ტექნოლოგიებსა თუ ბაზარზე არსებულ ცვლილებებს უნდა შეეგებოთ და არც მისი თავიდან არიდება ეცადოთ. ეს სწავლისა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობად აღიქვით. მაგალითად, გაიგეთ რაღაცები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესახებ და დაფიქრდით, რამდენად გამოგადგებათ ეს თქვენს საქმეში. 

კონკურენტუნარიანი რომ დარჩეთ, ახალი უნარებისა და ცოდნის შეძენაა საჭირო. უპირველესად, დაადგინეთ ის ერთი ან ორი უნარი, რომელთა დაუფლებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი როლისთვის, კომპანიისა და ინდუსტრიისთვის. მოიძიეთ ყველა ფორმალური და არაფორმალური შესაძლებლობა: 

  • სტრუქტურირებული სწავლისთვის თქვენთვის საინტერესო საკითხებზე კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრება შესანიშნავი შესაძლებლობაა არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ სხვა პროფესიონალებთან დაკავშირებისთვისაც;
  • ხოლო თუ დამოუკიდებლად აპირებთ სწავლას, წიგნები და პოდკასტები შესანიშნავი ვარიანტია;
  • ინსპირაციისთვის კი კონკრეტული საქმის სპეციალისტებს მიმართეთ

ასე საკუთარი ცოდნის გაუმჯობესებას, თქვენი კავშირების გაფართოებასა და პერსპექტივების დანახვასაც შეძლებთ.

გაეცანით თქვენს პორტატიულ უნარებს

მნიშვნელოვანია, გაიგოთ თქვენი უნარების შესახებ და მასზე თავდაჯერებით და მკაფიოდ ისაუბროთ. ამაში კი კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ:

  • რა პრობლემების გადაჭრა მომწონს და რა ტიპის სამუშაო მაძლევს ენერგიას?
  • რა არის ჩემი უნიკალური წერტილი ინდუსტრიაში? — აქ თქვენი უპირატესობების განხილვას გირჩევენ…
  • ჩემი ამჟამინდელი უნარებიდან რომელია პორტატიული და რომელი ჩემი პოზიციისთვის განკუთვნილი?
  • მომდევნო 5 წელში რა უნარები დამეხმარება უკეთესი შედეგების მიღწევაში?

2 წუთი კი საკუთარ თავთან ლაპარაკს დაუთმეთ, სამუშაო აღწერილობა ან რაღაც მსგავსი კი არ განიხილოთ, არამედ თავდაჯერებით ისაუბრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ, როგორ ქმნით ღირებულებას ორგანიზაციისთვის, რა უნარები გხდით წარმატებულს… არ აქვს მნიშვნელობა, ახალი პოზიციისკენ მიისწრაფვით თუ არა, მზად იყავით თქვენი ამბების გასაზიარებლად მათთვის, ვისაც, შესაძლოა, ეს აინტერესებდეს. 

დახვეწეთ თქვენი ზოგადი უნარები

ზოგადი უნარების ფლობა უბრალოდ კარგი კი არ არის, არამედ აუცილებელიც, რათა კონკურენტუნარიანი დარჩეთ — იქნება ეს ცნობისმოყვარეობა, თანამშრომლობა, კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, თვითშემეცნება თუ მართვა. ეს ახალი სამსახურის პოვნაში, ახალი კავშირების დამყარებასა და მდგრადი კარიერის შექმნაში დაგეხმარებათ. ამ უნარების უმეტესობა ემოციურ ინტელექტთანაც კია დაკავშირებული.

ზოგადი უნარების განვითარებისთვის თვითშეფასებას მიმართეთ, რათა თქვენი საბაზისო მდგომარეობა გაიგოთ. შემდეგ კი იმ უნარებზე დაფიქრდით, რომლებიც ენერგიას მოგცემთ და შეადგინეთ გეგმა მიზნების მისაღწევად. აქ ციფრული კურსები ან ქოუჩინგიც შეგვიძლია განვიხილოთ…

დაბოლოს, როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა: საუკეთესო გზა მომავლის წინასწარმეტყველებისთვის მისი შექმნაა.



მართლა არ არსებობს იუნიქორნი? — BBC Bitesize-ის სახალისო კამპანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ

რას ნიშნავს თანამშრომლობა თაობა ზეტთან ?