in

4 გზა მოტივაციის გასაზრდელად

ბოლოს როდის შეგაქოთ ხელმძღვანელმა? იმედია, რომ სულ ახლახან მოხდა ეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ კვლევის თანახმად, 3 თანამშრომლიდან 2-ის შრომა საერთოდ არ ფასდება… Gallup-ის კვლევაც აქვეა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ დასაქმებულებს მათ მიერ შესრულებული საქმისთვის ხშირად აქებენ, ისინი 5-ჯერ მეტად არიან დაკავშირებულნი კომპანიის კულტურასთან, ხოლო ჩართულობა 4-ჯერ იზრდება. 

ისიც უნდა ვთქვათ, რომ რთულია ასეთ გარემოში მოტივაციის შენარჩუნება. ამ სიტუაციის იდეალურად გარდაქმნა კი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, ბევრი ადამიანის ჩართვას, კულტურის შეცვლას, რომ აღარაფერი ვთქვათ, დროზე. თუმცა თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გზები, რომლითაც საკუთარი თავის მოტივირებას შეძლებთ. ჩვენ კი 4 ასეთ მეთოდს გაგაცნობთ:

დაუწესეთ მიზნები საკუთარ თავს

ალბათ, სამსახურში უკვე გაქვთ რაღაც მიზნები, მაგრამ მეტად სავარაუდოა, რომ ისინი თქვენივე სამსახურის მოლოდინებს იყოს მიბმული. აქ კი საჭიროა, საკუთარი მიზნები დაისახოთ, რომლებიც ფოკუსირების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, რათა გაიგოთ, რისი სწავლა გსურთ, როგორ გინდათ სამსახურში განვითარება და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად, შესაძლოა, რაღაც ახალ უნარზე დაუფლება გსურდეთ, ამისთვის კი დაგეგმეთ, როდის წაიკითხავთ შესაბამის სტატიებს ან გაივლით ონლაინ კურსს… თქვენს სამსახურთან მიზნის შესაბამისობა მხოლოდ ყოველდღიურ პროფესიულ ცხოვრებაში კი არ შეგმატებთ მოტივაციას, არამედ საკუთარი თავის განვითარებაშიც დაგეხმარებათ. 

იზეიმეთ პროგრესი

როცა მიზნების მისაღწევად მუშაობთ, გზებიც უნდა იპოვოთ, რომლითაც ამ პროცესში თქვენს პროგრესს აღნიშნავთ. მიზნის მიღწევას კი არ დაელოდოთ, არამედ იგი მცირე ნაწილებად დაყავით. ეცადეთ, ყოველდღიური გამარჯვებები შეამჩნიოთ — დღის ბოლოს დაფიქრდით, რომელმა საქმემ წაიწია წინ ან რა გააკეთეთ ისეთი, რაც გეამაყებათ. ასე შექმნით საფუძველს, რომელიც წინსვლის პროცესს გაგიმარტივებთ. შეგიძლიათ, ფაილიც შექმნათ, სადაც ჩანაწერებს შეინახავთ, რომლებიც თუნდაც კოლეგებისგან, მომხმარებლებისგან ან მენტორებისგან მიიღეთ. თუ ამას გააკეთებთ, საკუთარი მიღწევების დანახვაც გაგიმარტივდებათ. 

მოითხოვეთ უკუკავშირი

თუ სამსახურში არც უკუკავშირს იღებთ და არც არავინ გაქებთ, არადა, ეს წარმატების მისაღწევად გჭირდებათ, თავადვე სთხოვეთ უფროსს უკუკავშირი. მართალია, ბევრი ამისთვის მზად არ არის, მაგრამ აქ მსგავსი კითხვები გამოგადგებათ: რა არის ის ერთი რამ, რითაც ჩემს მუშაობას გავაუმჯობესებ?, რა არის ის ერთი რამ, რაზეც ფიქრობთ, რომ საუკეთესოდ გამომდის?. ეს კითხვები ხელმძღვანელებისგან ინსაითების მიღებაში დაგეხმარებათ… 

გააფართოვეთ თქვენი სანაცნობო წრე

როცა სამსახურში მენეჯერისგან ყურადღებას ვერ გრძნობთ, თავი მარტოსულადაც შეიძლება იგრძნოთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თქვენი სანაცნობო წრის გაფართოებაზე იზრუნებთ და ირგვლივ სანდო ადამიანებს შემოიკრებთ. შეგიძლიათ კოლეგასთან ერთად ყავის დასალევად გახვიდეთ ან თუ რაიმე შიდა ჯგუფი არსებობს, შეუერთდეთ…

ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, საკუთარი თავის მოტივირებისთვის შემდეგი ფორმულა არსებობს — შეახსენეთ საკუთარ თავს ის ღირებულება, რომელსაც ორგანიზაციას სთავაზობთ, იზეიმეთ პროგრესი, დაამყარეთ ურთიერთობები ისეთ ადამიანებთან, რომელთაგანაც რაღაცის სწავლას შეძლებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეცადეთ, ყოველთვის თავი გამოიჩინოთ.

„თეგეტა ჰოლდინგს“ Citi Bank-ის დელეგაცია ეწვია

როგორ დავზოგოთ META-ში რეკლამაზე 300$-მდე – გაიგე მეტი Mastercard-ის ბიზნესბარათების უპირატესობების შესახებ